მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. დრონების საფრთხის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა
დრონების საფრთხის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

დრონების საფრთხის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

ფორმულა|formulanews.ge

მოსკოვის რეგიონის ოთხივე აეროპორტმა - "ვნუკოვომ", "შერემეტიევომ", "დომოდედოვომ" და "ჟუკოვსკიმ" დრონების საფრთხის გამო ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა.

მედიის ინფორმაციით, მოსკოვის სამხრეთ რაიონების მცხოვრებლები საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობისა და აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ.

FlightRadar24-ის მონაცემებით, შეფერხებებმა ყველაზე მეტად "ვნუკოვოს" აეროპორტი დააზარალა: რეისების 40%-ზე მეტი დაგვიანებულია, დაგვიანების საშუალო ხანგრძლივობა 102 წუთს შეადგენს, ხოლო რეისების კიდევ 10% გაუქმებულია.

ასევე, იაროსლავის ოლქის თავზე ჩამოაგდეს სადაზვერვო დანიშნულების მცირე ზომის საჰაერო ბურთები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიიდან იყო გაშვებული. ამის შესახებ რეგიონის უსაფრთხოების სამინისტრომ განაცხადა.

"ასეთი ობიექტების განადგურების სამუშაოები გრძელდება. მოვუწოდებთ მოსახლეობას, შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია და იხელმძღვანელონ ოფიციალური წყაროების შეტყობინებებით", - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საჰაერო შეტევის გამო პუტინის თვითმფრინავი მოსკოვში ვერ დაჯდა.

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პუტინი და მისი დელეგაცია თურქმენეთიდან 4 თვითმფრინავით ბრუნდებოდა, მათგან 2 პეტერბურგის აეროპორტში გადაამისამართეს, 2 კი, მოსკოვის ცაზე დაფრინავს. ჯერჯერობით უცნობია რომელ თვითმფრინავში იმყოფება პუტინი.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მოსკოვის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • მოსკოვი ჟენევის დისკუსიების შვეიცარიიდან გადატანას ითხოვსნეტგაზეთი
  • მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლი და 19 წლის შვილი მოკლესტვ პირველი
  • ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მოსკოვის ავიაიერიშების „ახალი დოქტრინის“ საპასუხოდ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყამსიმედი
  • საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვიაBM.GE
მოსკოვის →

მსგავსი სტატიები

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ფორმულა

Comcom: არ არსებობს ფრაზები და სიტყვები, რომლებიც კომუნიკაციების კომისიამ აკრძალა

Comcom: არ არსებობს ფრაზები და სიტყვები, რომლებიც კომუნიკაციების კომისიამ აკრძალა

ფორმულა

ფულის გათეთრებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ფულის გათეთრებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ფორმულა

სებ: გამოძიების დასრულებამდე, ნანა ყეინიშვილი საბჭოს მუშაობას ჩამოაცილეს

სებ: გამოძიების დასრულებამდე, ნანა ყეინიშვილი საბჭოს მუშაობას ჩამოაცილეს

ფორმულა