
ბრაჟე: საქართველოს მოსახლეობას სურს იყოს EU-ს ნაწილი, მთავრობას არ გადაუდგამს ნაბიჯები
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ლუქსემბურგში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართველ ხალხს სურს ევროპის ნაწილი იყოს, მაგრამ ამჟამინდელი ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს არ დგამს.
"ადგილზე არსებული ვითარება არ შეცვლილა. საქართველოს მოსახლეობას სურს, იყოს ევროპის ნაწილი. სამწუხაროდ, მთავრობას არ გადაუდგამს შესაბამისი ნაბიჯები", - თქვა ბრაჟემ.
ბრაჟეს თქმით, საქართველო არ არის გარიყული საერთაშორისო პროცესებიდან.
"თუმცა რაც შეეხება ევროკავშირისკენ გადასადგმელ ნაბიჯებს, რაც ქართველ ხალხს სურს, მათ სურთ უფრო სხვა რამ ვიდრე ამას მთავრობა აკეთებს", - აღნიშნა ბრაჟემ.
ცნობისთვის, დღეს 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა იმართება, სადაც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.
სხდომას კაია კალასი ხელმძღვანელობს.
საქართველოს საკითხი დღის წესრიგში "მიმდინარე საკითხების" ნაწილშია შეტანილი.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge