მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ბულგარეთის საგარეო: მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დიალოგში
ბულგარეთის საგარეო: მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დიალოგში

ბულგარეთის საგარეო: მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დიალოგში

ფორმულა|formulanews.ge

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ველისლავა პეტროვა-ჩამოვამ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო შავი ზღვის რეგიონის ქვეყანაა და მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის დიალოგში ჩართულობა.

"ვფიქრობ, დროა, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა ეტაპზე ვიმყოფებით და რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საქართველო შავი ზღვის რეგიონის ქვეყანაა. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართვა დიალოგში იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველვყოფთ შავი ზღვის უსაფრთხოებას.

ამიტომ, სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ იმ სექტორულ მიმართულებებზე, სადაც მათი როლი მნიშვნელოვანი იქნება, და მათთან დიალოგი გადამწყვეტია. შესაბამისად, ვფიქრობ, კარგი დროა ამ საკითხზე საუბრის დასაწყებად", - თქვა პეტროვა-ჩამოვამ.

ცნობისთვის, დღეს 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა იმართება, სადაც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

სხდომას კაია კალასი ხელმძღვანელობს.

საქართველოს საკითხი დღის წესრიგში "მიმდინარე საკითხების" ნაწილშია შეტანილი.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საგარეო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავსBM.GE
  • ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მის ქვეყანასა და აშშ-ს შორის კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია​რუსთავი 2
  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხო ქვეყნის რიგით მოქალაქეებსა და დიპლომატებს უკრაინაში მგზავრობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებსიმედი
  • მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდატვ პირველი
საგარეო →

მსგავსი სტატიები

იოანა-სილვია ტოიუ: ვგმობ არჩევნებს, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა

იოანა-სილვია ტოიუ: ვგმობ არჩევნებს, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა

ფორმულა

ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს

ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს

ფორმულა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

ფორმულა

ძამას ხეობაში, გზის სავალი ნაწილიდან ექსკურსიის ავტომობილი გადავარდა - დაშავდა 6 ადამიანი

ძამას ხეობაში, გზის სავალი ნაწილიდან ექსკურსიის ავტომობილი გადავარდა - დაშავდა 6 ადამიანი

ფორმულა