მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ზელენსკი მადლობას უხდის ევროკავშირს ახალი სანქციებისთვის: ეს არის სწორი სიგნალი
ზელენსკი მადლობას უხდის ევროკავშირს ახალი სანქციებისთვის: ეს არის სწორი სიგნალი

ზელენსკი მადლობას უხდის ევროკავშირს ახალი სანქციებისთვის: ეს არის სწორი სიგნალი

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას, ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლეიენსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებისთვის.

"მადლობა ანტონიუ კოშტას, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ მიმართული ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის მიღებისთვის.

სულ უფრო ცხადი ხდება, რომ რუსეთი არ აპირებს დათანხმდეს შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებულ ენერგეტიკულ ზავს და ჩვენი ხალხისა და დასახლებების წინააღმდეგ ტერორისტული საჰაერო თავდასხმების გაგრძელებას გეგმავს.

მხოლოდ დღეს რუსებმა უკრაინაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ექვს ობიექტზე მიიტანეს იერიში. ქვეყნის მასშტაბით 33 ადამიანი დაშავდა.სწორედ ასე ვითარდება მოვლენები, როდესაც რუსეთი ხედავს თავისი სამხედრო მანქანისთვის შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობას.

ამიტომ, რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერება, განსაკუთრებით კი იმ ორგანიზაციებისა და კომპანიების მიმართ, რომლებიც ბალისტიკური რაკეტებისა და „შაჰედების“ წარმოებაში მონაწილეობენ, სწორი და აუცილებელი სიგნალია, თუ ჩვენ ნამდვილადt გვინდა რუსეთის ომის დასრულება",- წერს ზელენსკი X-ზე.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში შემავალი 1 569 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, ეს სანქციების სიაში შეყვანის ყველაზე მასშტაბური პაკეტია, რომელიც ევროკავშირს ოდესმე შეუთანხმებია.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • "ქართულ ოცნებაში" ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან სიძულვილის ენის წახალისების კიდევ ერთ მაგალითზე საუბრობენ - დაიბარებენ თუ არა პაველ ჰერჩინსკის მორიგ ჯერზე საგარეო საქმეთა სამინისტროშირუსთავი 2
  • ზელენსკი ევროკავშირს ახალი სანქციებისთვის მადლობას უხდისტვ პირველი
  • ევროკავშირმა უკრაინისთვის €3 მილიარდის სამხედრო დახმარების გამოყოფა დააანონსაBM.GE
  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენნეტგაზეთი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

EU-ს ქვეყნები უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების კლასტერების გახსნაზე შეთანხმდნენ

EU-ს ქვეყნები უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების კლასტერების გახსნაზე შეთანხმდნენ

ფორმულა

EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა

EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა

ფორმულა

EU-მ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დუმის არჩევნებში მონაწილე 77 პირს სანქციები დაუწესა

EU-მ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დუმის არჩევნებში მონაწილე 77 პირს სანქციები დაუწესა

ფორმულა

პენიტენციურის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა

პენიტენციურის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა

ფორმულა