მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. EU-ს ქვეყნები უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების კლასტერების გახსნაზე შეთანხმდნენ
EU-ს ქვეყნები უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების კლასტერების გახსნაზე შეთანხმდნენ

EU-ს ქვეყნები უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების კლასტერების გახსნაზე შეთანხმდნენ

ფორმულა|formulanews.ge

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების ორი კლასტერის გახსნაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერების გახსნას, მონტენეგროსთვის სამი მოლაპარაკების თავის დახურვას, ხოლო ალბანეთისთვის ერთი თავის დახურვას დათანხმდა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ირლანდიის, ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თომას ბირნი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

„მონტენეგროს ორშაბათს“ ალბანეთისთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის კიდევ ერთი „სუპერ სამშაბათი“ მოჰყვება“, — წერს ბირნი.

მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ:

უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერების გახსნაზე; მონტენეგროსთვის 17-ე, მე-18 და მე-19 მოლაპარაკების თავების დახურვაზე; ალბანეთისთვის მე-20 მოლაპარაკების თავის დახურვაზე.

ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები თემატურ კლასტერებსა და ცალკეულ თავებს მოიცავს. მათი გახსნა და დახურვა კანდიდატი ქვეყნის მიერ შესაბამისი მოთხოვნების შესრულებასა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობაზეა დამოკიდებული.

მოლაპარაკებების კლასტერების გახსნა ან ცალკეული თავების დახურვა ევროკავშირში გაწევრიანებას არ ნიშნავს, თუმცა კანდიდატი ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის პროცესში წინგადადგმული ნაბიჯია.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 225 სტატია.

  • 13 ოქტომბერს ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნისტვ პირველი
  • ევროკავშირმა უკრაინისთვის €3 მილიარდის სამხედრო დახმარების გამოყოფა დააანონსაBM.GE
  • ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარირუსთავი 2
  • ვისურვებდი, საქართველო [ევროინტეგრაციის] იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინა — კოსინეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა

EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა

ფორმულა

EU-მ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დუმის არჩევნებში მონაწილე 77 პირს სანქციები დაუწესა

EU-მ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დუმის არჩევნებში მონაწილე 77 პირს სანქციები დაუწესა

ფორმულა

პენიტენციურის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა

პენიტენციურის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა

ფორმულა

ლიეტუვის პრემიერი: დიზელის საწვავზე მიღწეული შეთანხმება სამარცხვინოა

ლიეტუვის პრემიერი: დიზელის საწვავზე მიღწეული შეთანხმება სამარცხვინოა

ფორმულა