ორიგინალი
რუსთაველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გაზმომარაგება 3900 აბონენტს შეუწყდა
ფორმულა·11:13

რუსთაველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გაზმომარაგება 3900 აბონენტს შეუწყდა

13 ოქტომბერი, 2026 · 11:13

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, 12 ოქტომბერს, 23:30 საათიდან, რუსთაველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გაზმომარაგება ავარიულად 3900 აბონენტს შეუწყდა.

კომპანიის ცნობით, გაზი არ მიეწოდება შემდეგ ქუჩებს: მთაწმინდა-აბაშიძის¸ალექსანდრე გრიბოედოვის, ალექსანდრე პუშკინის, აპოლონ ქუთათელაძის, გია აბესაძის, ეროსი მანჯგალაძის, ლადო ალექსი-მესხიშვილის, მარია ბროსეს, მედეა ჯაფარიძის, მიტროფანე ლაღიძის, რევაზ თაბუკაშვილის, რევაზ ლაღიძის, სოლიკო ვირსალაძის, ჯამბულის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ბესიკის, გერონტი ქიქოძის, გიორგი გიგაურის, დიმიტრი ყიფიანის, ელიზბარ ზედგენიძის, ვ.სარაჯიშვილის, ვეძინის, ზაალ ქიქოძის, ზურაბ ჟვანიას, თამაზ სეფერთელაძის, თხინვალის, კოტე მესხის, ლიხის, მიტროფანე ლაღიძის, მოსიძის, პოლიკარპე კაკაბაძის, რიწის, სერგო ფარაჯანოვის, სოლომონ ზალდასტანიშვილის, სულიკო ჟღენტის, ტარიელის, ტყის, ჩაბალის, ცხემის, ძმ.ზუბალაშვილების, ძმ.კაკაბაძეების, ვ.სარაჯიშვილის, არსენას, დიმიტრი ყიფიანის, ეკატერინე გაბაშვილის, ვახტანგ კოტეტიშვილის, ზეინაბ ბოცვაძის, მთაწმინდის, მიხაი ზიჩის, ნიაღვრის, დანიელ ჭონქაძის, ბათუ კრავეიშვილის, თედო ჟორდანიას, კირილე უკლებას, ლესია უკრაინკას, ნიაღვრის, შიო ჩიტაძისა და ტარას შევჩენკოს ქუჩებზე მცხოვრებ კერძო სექტორის ნაწილს. ასევე ლესია უკრაინკას ქუჩაზე განთავსებულ საცხოვრებელ კორპუსს N 3, მიხაი ზიჩის ქ. კორპ. 2/4, ნიაღვრის ქ. კორპ.4, მთაწმინდის ქ. კორპ. 9/11 და კორპ.13, ძმები ზუბალაშვილების ქ. კორპ. 7 და 31, ტარას შევჩენკოს ქ. კორპ. 1 და 5, სოლომონ ზალდასტანიშვილის ქ. 26 შპს ,,მკ დეველოპმენტის“ საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას.

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, გაზმომარაგება დღეს, 13 ოქტომბერს, 11.00 სთ-დან 16.00 სთ-მდე სრულად აღდგება.

"გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.

თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე: ცხელი ხაზი: +995 32 2404004 სწრაფი რეაგირების სამსახური 114", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: formulanews.ge
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. რუსთაველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გაზმომარაგება 3900 აბონენტს შეუწყდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფორმულა·15:28

20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9 წელი მიუსაჯა

20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9 წელი მიუსაჯა
ფორმულა·15:10

UEFA: სტადიონზე ჩარევაზე ყველა გადაწყვეტილება ადგილობრივმა უწყებებმა მიიღეს

UEFA: სტადიონზე ჩარევაზე ყველა გადაწყვეტილება ადგილობრივმა უწყებებმა მიიღეს
ფორმულა·15:09

მარკ რუტე: რუსეთი NATO-ს ქვეყნებს არასდროს დასხმია თავს, ალიანსი კი კიდევ უნდა გაძლიერდეს

მარკ რუტე: რუსეთი NATO-ს ქვეყნებს არასდროს დასხმია თავს, ალიანსი კი კიდევ უნდა გაძლიერდეს
ფორმულა·15:08

თურქეთის პარლამენტის სპიკერი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

თურქეთის პარლამენტის სპიკერი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.