მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სიკორსკი: სწორედ რუსეთმა დაიწყო მეზობელ ქვეყნებში შეჭრა
სიკორსკი: სწორედ რუსეთმა დაიწყო მეზობელ ქვეყნებში შეჭრა

სიკორსკი: სწორედ რუსეთმა დაიწყო მეზობელ ქვეყნებში შეჭრა

ფორმულა|formulanews.ge

პოლონეთის საგარეო მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ ტრამპის ჩართულობას აფასებს, მაგრამ არანაირ მცდელობას არ ექნება შედეგი, თუ ზეწოლა აგრესორზე არ განხორციელდება და არა აგრესიის მსხვერპლზე.

სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი სერიოზულად იღებს რუსეთის მუქარას.

მისი თქმით, რუსეთმა თავად დაიწყო მეზობელ ქვეყნებში შეჭრა.

"დიახ, სერიოზულად აღვიქვამთ, როდესაც რუსეთი გვემუქრება.

ჩვენ NATO-ში იმავე მიზეზით გავწევრიანდით, რა მიზეზითაც სხვები - საერთო თავდაცვისთვის.

15 წლის წინ ჩვენც, ისევე როგორც ყველა სხვა, მზად ვიყავით რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. თუმცა, სწორედ რუსეთმა დაიწყო მეზობელ ქვეყნებში შეჭრა და როდესაც მათ პოლიტიკა შეცვალეს, ჩვენც ანალოგიურად მოვიქეცით", - თქვა სიკორკსიმ.

ცნობისთვის, 11-12 სექტემბერს კიევში გამართული იალტის კონფერენციის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთთან შედარებით, საჰაერო ძალების მიმართულებით NATO მნიშნელოვან საჰაერო უპირატესობას ფლობს და კონფლიქტის შემთხვევაში, სწრაფად შეუძლია მოსკოვის დამარცხება.

პუტინის თანაშემწე, ნიკოლაი პატრუშევის თქმით სიკორსკი დილეტანტურად აფასებს რუსეთის სამხედრო ძალას და დაამატა, რომ თუ პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებას დაიწყებს, რუსეთი გამოიყენებს თავის სრულ შესაძლებლობებს, რის შედეგადაც, პოლონეთის სახელმწიფოებრიობა 2-3 დღეში არსებობას შეწყვეტს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 269 სტატია.

  • "თავდასხმა სრულიად უაზრო იქნება" - ნატოს მთავარსარდალი გრინკევიჩი რუსეთს აფრთხილებსრუსთავი 2
  • ევროკომისია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავსBM.GE
  • EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი დაამტკიცატვ პირველი
  • რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, სავარაუდოდ, ქართველი მეცნიერებიც იმუშავებენნეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოცემის უფლება ეძლევა

ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოცემის უფლება ეძლევა

ფორმულა

მიხეილ ყაველაშვილი ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ფორმულა

რუსეთის იერიშის შედეგად ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, დაიღუპა 3 ადამიანი

რუსეთის იერიშის შედეგად ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, დაიღუპა 3 ადამიანი

ფორმულა

საფრანგეთმა ინდოეთის ოკეანეში რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერი დააკავა

საფრანგეთმა ინდოეთის ოკეანეში რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერი დააკავა

ფორმულა