მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. საფრანგეთმა ინდოეთის ოკეანეში რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერი დააკავა
საფრანგეთმა ინდოეთის ოკეანეში რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერი დააკავა

საფრანგეთმა ინდოეთის ოკეანეში რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერი დააკავა

ფორმულა|formulanews.ge

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინფორმაციით, 12 ოქტომბერს საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ინდოეთის ოკეანეში რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერი DF Peak-ი დააკავეს.

მაკრონის თქმით, გემი DF Peak კუნძულ რეიუნიონიდან 450 საზღვაო მილის მოშორებით დააკავეს.

მაკრონის განცხადებით, სავარაუდოდ, ხომალდი ყალბ დროშას იყენებდა და საწვავი უკანონოდ გადაჰქონდა.

"საფრანგეთი მტკიცედაა განწყობილი, ებრძოლოს "ჩრდილოვან ფლოტს" მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში", - დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

War & Sanctions-ის მონაცემებით, ტანკერი DF Peak რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" შემადგენლობაში შედის. გემი სანქცირებულია ევროკავშირის, შვეიცარიის, კანადის, დიდბრიტანეთის, უკრაინისა და იაპონიის მიერ.

გავრცელებული ცნობებით, ტანკერს საცქციები დაუწესა ასევე აშშ-მა 2024 წლის თებერვალში.

გამოცემა The Maritime Executive-ის ცნობით, ტანკერი 2006 წელს აშენდა და თავდაპირველად რუსულ კომპანია სოვკომფლოტს ეკუთვნოდა. 2024 წელს გემს სახელი შეუცვალეს და კალინინგრადი დაარქვეს, 2025 წელს კი DF Peak დაერქვა. ამჟამად გემს ჰონგ-კონგში რეგისტრირებული კომპანია მართავს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 269 სტატია.

  • "თავდასხმა სრულიად უაზრო იქნება" - ნატოს მთავარსარდალი გრინკევიჩი რუსეთს აფრთხილებსრუსთავი 2
  • ევროკომისია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავსBM.GE
  • EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი დაამტკიცატვ პირველი
  • რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, სავარაუდოდ, ქართველი მეცნიერებიც იმუშავებენნეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოცემის უფლება ეძლევა

ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოცემის უფლება ეძლევა

ფორმულა

მიხეილ ყაველაშვილი ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ფორმულა

რუსეთის იერიშის შედეგად ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, დაიღუპა 3 ადამიანი

რუსეთის იერიშის შედეგად ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, დაიღუპა 3 ადამიანი

ფორმულა

სიკორსკი: სწორედ რუსეთმა დაიწყო მეზობელ ქვეყნებში შეჭრა

სიკორსკი: სწორედ რუსეთმა დაიწყო მეზობელ ქვეყნებში შეჭრა

ფორმულა