ორიგინალი
ვენეციის კომისია "გრანტების კანონზე" - ეწინააღმდეგება დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს
ფორმულა·15:49

ვენეციის კომისია "გრანტების კანონზე" - ეწინააღმდეგება დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს

13 ოქტომბერი, 2026 · 15:49

ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა.

კომისია წერს, რომ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონმდებლობა ეწინააღმდეგება პლურალიზმის და დემოკრატიის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებს.

ვენეციის კომისია თვლის, რომ იმის ნაცვლად კანონმა დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, კონსტიტუციური წყობა, პოლიტიკური პარტიები უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან, პირიქით, განსახილველი კანონმდებლობა მათთვის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის.

ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ დასკვნის მომზადების პროცესში მასთან თანამშრომლობა არ ისურვა, თუმცა კომისია დიალოგისთვის კვლავ მზად არის.

ვენეციის კომისია ასევე მიიჩნევს, რომ მომავალში საქართველოში კანონმდებლობის მიღების პროცესი სათანადოდ ინკლუზიური მიდგომით უნდა წარიმართოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ლეგიტიმურობა და ფართო საზოგადოებრივი მისაღებობა. კანონშემოქმედებითი პროცესი უნდა ეფუძნებოდეს განხილვასა და მსჯელობას, ხოლო დაჩქარებული პროცედურები გამონაკლისს უნდა წარმოადგენდეს. ამ პროცესში ყველა შესაბამის მონაწილეს უნდა ჰქონდეს ჩართულობისა და საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა.

"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის, ქალბატონი ელვირა კოვაჩის მოთხოვნით, ვენეციის კომისიამ შეაფასა „გრანტების შესახებ“ კანონში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა 2026 წლის 4 მარტს მიიღო.

2025 წლის დასკვნაში ვენეციის კომისიამ დაასკვნა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო სამართლის უზენაესობის, სამოქალაქო სივრცისა და დემოკრატიული თავისუფლებების შერყევის საფრთხეს ქმნიდა. კომისიამ რეკომენდაცია გასცა, გაუქმებულიყო შემზღუდველი საკანონმდებლო აქტები და გაუმჯობესებულიყო არსებული სამართლებრივი ჩარჩო. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ სფეროში ნებისმიერი ახალი კანონმდებლობა მომავალში სისტემური და ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის საფუძველზე უნდა შემუშავდეს.

2026 წლის 4 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად აფართოებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისა და უცხოური დაფინანსების მარეგულირებელ შემზღუდველ სამართლებრივ ჩარჩოს.

წინა დასკვნებში გამოვლენილი პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ეს ცვლილებები კიდევ უფრო აძლიერებს სახელმწიფო კონტროლს, აფართოებს შეზღუდვების მოქმედების სფეროს და ამყარებს საკანონმდებლო ჩარჩოს მონიტორინგის ფართო უფლებამოსილებებისა და სისხლისსამართლებრივი სანქციების შემოღებით.

მთავრობის წინასწარი კონტროლის, მონიტორინგის ფართო უფლებამოსილებებისა და გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და თავისუფლების აღკვეთის საფრთხის პირობებში, ფიზიკურმა პირებმა და ორგანიზაციებმა შესაძლოა გონივრულად თავი შეიკავონ კანონიერ საქმიანობაში მონაწილეობისგან, რომელიც კონვენციით არის დაცული.

შესაბამისად, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებით, აგრეთვე პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებით სარგებლობა, სავარაუდოდ, შეიზღუდება არა მხოლოდ პირდაპირი აკრძალვებით, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ისეთი სამართლებრივი გარემოს შექმნით, რომელშიც სამოქალაქო საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებული რისკები იმდენად დიდი ხდება, რომ მათი გაწევა რთულად მისაღებია.

ვენეციის კომისიის მოსაზრებით, ამჟამინდელი ფორმით ფიზიკური პირებისთვის დაწესებული შეზღუდვები ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

კომისია მტკიცედ რეკომენდაციას უწევს, ხელახლა იქნეს განხილული სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენების საკითხი „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და ვალდებულებების დარღვევის შემთხვევებში, აგრეთვე ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც მოიცავს ფართო ცნებას - საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხები.

ასეთი ქმედებები უნდა განიხილებოდეს მხოლოდ ადმინისტრაციული სამართლებრივი ზომების გამოყენებით, მყარი საპროცესო გარანტიების უზრუნველყოფით. თუ ხელისუფლება, ამის მიუხედავად, გადაწყვეტს სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენების მიდგომის შენარჩუნებას, მინიმუმ უნდა უზრუნველყოს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევებით შემოიფარგლოს, როდესაც ის მკაცრად აუცილებელი და პროპორციულია, ხოლო როგორც სანქციების გამომწვევი ქმედებები, ისე თავად გამოსაყენებელი სანქციები ზუსტად და მკაფიოდ იყოს განსაზღვრული", - ნათქვამია დოკუმენტში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: formulanews.ge
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ვენეციის კომისია "გრანტების კანონზე" - ეწინააღმდეგება დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფორმულა·17:02

20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9 წელი მიუსაჯა

20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9 წელი მიუსაჯა
ფორმულა·17:01

UEFA: სტადიონზე ჩარევაზე ყველა გადაწყვეტილება ადგილობრივმა უწყებებმა მიიღეს

UEFA: სტადიონზე ჩარევაზე ყველა გადაწყვეტილება ადგილობრივმა უწყებებმა მიიღეს
ფორმულა·17:00

მარკ რუტე: რუსეთი NATO-ს ქვეყნებს არასდროს დასხმია თავს, ალიანსი კი კიდევ უნდა გაძლიერდეს

მარკ რუტე: რუსეთი NATO-ს ქვეყნებს არასდროს დასხმია თავს, ალიანსი კი კიდევ უნდა გაძლიერდეს
ფორმულა·16:59

თურქეთის პარლამენტის სპიკერი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

თურქეთის პარლამენტის სპიკერი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.