
რომის პაპს ფილტვის კიბო დაუდგინდა
ფორმულა|formulanews.ge
რომის პაპ ლეო XIV-ს ფილტვის კიბო დაუდგინდა. ვატიკანის განცხადებით, 71 წლის პონტიფიკოსს მარჯვენა ფილტვის ქვედა წილის ამოსაღებად ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც წარმატებით დასრულდა და გართულებები არ მოჰყოლია.
პაპს ფილტვის ადენოკარცინომა დაუდასტურდა.
კვანძი ექიმებმა რუტინული გამოკვლევების დროს აღმოაჩინეს. პაპი საავადმყოფოში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში დარჩება. ვატიკანის ინფორმაციით, დამატებითი გამოკვლევები ჩატარდება იმის დასადგენად, გავრცელდა თუ არა კიბო სხვა ორგანოებზე.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge