მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. რუსეთმა უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტითა და 128 დრონით შეუტია
რუსეთმა უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტითა და 128 დრონით შეუტია

რუსეთმა უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტითა და 128 დრონით შეუტია

ფორმულა|formulanews.ge

14 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასირებული იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა 39 რაკეტა და 128 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოთხი რაკეტისა და 115 დრონის ჩამოგდება ან ჩახშობა შეძლეს.

თავდასხმის ძირითადი სამიზნეები კიევი, კიევის ოლქი და ხარკივი იყო. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დარტყმებმა 22 ობიექტი დააზიანა, ჩამოგდებული სამიზნეების ნამსხვრევები კი კიდევ რვა ადგილას ჩამოვარდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ელექტროენერგია სულ მცირე 600 000 ადამიანს შეუწყდა. მისი თქმით, დაზიანდა ელექტროენერგეტიკის კომპლექსის 26 და ნავთობისა და გაზის სექტორის ოთხი ობიექტი.

„ამ ღამით რუსებმა ჩვენი ენერგეტიკისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ 39 ბალისტიკური რაკეტა და 120-ზე მეტი დამრტყმელი დრონი და მოხეტიალე საბრძოლო მასალა გამოიყენეს კიევში, კიევის ოლქსა და ხარკივში. ეს იყო მიზანმიმართული რუსული ბალისტიკური დარტყმა სწორედ ენერგეტიკაზე, რომლის წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა“, - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის თავდასხმას შეგნებული და დემონსტრაციული ქმედება უწოდა და აშშ-სა და სხვა პარტნიორებს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა. მან დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესება სთხოვა, პარტნიორებს კი - უკრაინისთვის „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის დამატებითი რაკეტების გადაცემა.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ღამის თავდასხმას კიევში სამი ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 272 სტატია.

  • ალკოჰოლური სასმელები, წყლები... - საქართველოდან სასმელების თითქმის ნახევარი რუსეთში გადისBM.GE
  • "თავდასხმა სრულიად უაზრო იქნება" - ნატოს მთავარსარდალი გრინკევიჩი რუსეთს აფრთხილებსრუსთავი 2
  • EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი დაამტკიცატვ პირველი
  • რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, სავარაუდოდ, ქართველი მეცნიერებიც იმუშავებენნეტგაზეთი
რუსეთის →უკრაინის →

მსგავსი სტატიები

12 სენატორი ტრამპს მოუწოდებს, პუტინთან რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება გააუქმოს

12 სენატორი ტრამპს მოუწოდებს, პუტინთან რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება გააუქმოს

ფორმულა

ცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია

ცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია

ფორმულა

რომის პაპს ფილტვის კიბო დაუდგინდა

რომის პაპს ფილტვის კიბო დაუდგინდა

ფორმულა

ტრამპი: პუტინსაც და ზელენსკისაც ომის დასრულება სურთ, თუმცა არ იციან, როგორ მიაღწიონ ამას

ტრამპი: პუტინსაც და ზელენსკისაც ომის დასრულება სურთ, თუმცა არ იციან, როგორ მიაღწიონ ამას

ფორმულა