
საქართველო ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე წელსაც არ მიიწვიეს
ფორმულა|formulanews.ge
საქართველო ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე წელსაც არ მიიწვიეს. ფორუმი 15-16 ნოემბერს, ბრიუსელში გაიმართება.
დღის წესრიგში საქართველოდან სპიკერებს შორის მხოლოდ ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაა დასახელებული.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მოლდოვის, უკრაინის, ალბანეთისა და მონტენეგროს წარმომადგენლები.
საქართველო ამ ფორუმზე გასულ წელსაც არ მიიწვიეს. შარშან ეს ფორუმი პირველად ჩატარდა.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge