მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ზელენსკი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშების განახლებას აანონსებს
ზელენსკი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშების განახლებას აანონსებს

ზელენსკი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშების განახლებას აანონსებს

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს. პარალელურად, მან მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის მხრიდან სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეჩერების მუქარა და Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტზე დაწესებული შეზღუდვები, რასაც „სახიფათო“ ნაბიჯი უწოდა.

უკრაინის ლიდერის განმარტებით, მან რუსულ ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშები სამი დღით მას შემდეგ შეაჩერა, რაც ვაშინგტონმა მოულოდნელი ინიციატივა — „ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტა“ გამოაცხადა. თუმცა, იმის ფონზე, რომ რუსეთი უკრაინის ენერგოობიექტების დაბომბვას კვლავ აგრძელებდა, ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან ცალმხრივი პაუზა დასრულებულია.

ხუთშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ უკრაინამ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მასშტაბური იერიში განახორციელა, თუმცა კიევს აღნიშნულზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ზელენსკის განცხადებები ნათლად წარმოაჩენს მის მზარდ უკმაყოფილებას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ, რომელმაც გასულ კვირას რუსული დიზელის შესყიდვის შესახებ სკანდალური შეთანხმება გამოაცხადა. ტრამპი, რომელიც შუალედური არჩევნების წინ ენერგომატარებლებზე ფასების შემცირებას ცდილობს, უკრაინაზე ზეწოლას აძლიერებს, რათა მან მოსკოვის გადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეწყვიტოს.

ზელენსკიმ მკაცრად დაგმო ტრამპის მზაობა მოსკოვთან ბიზნეს-გარიგებების დადებასა და ვლადიმერ პუტინის მიმართ მის აშკარა სიმპათიებზე. FT-თან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გამოააშკარავა, რომ ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა უკრაინელ კოლეგებს პირდაპირ განუცხადეს: „თუ [ენერგოობიექტებზე დარტყმებს] არ შეწყვეტთ, ჩვენ დაზვერვას დავბლოკავთ“.

ოთხშაბათს უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ Starlink-მა სამხედრო დანიშნულების ინტერნეტ-სერვისების ნაწილი შეზღუდა, რამაც მნიშვნელოვანი ოპერაციების შეფერხება გამოიწვია. აღნიშნულმა ფაქტმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია როგორც კიევში, ისე ევროპელ მოკავშირეებში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 282 სტატია.

  • რუსეთში წლიურმა ინფლაციამ 7.17%-ს მიაღწიაBM.GE
  • რუსეთი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საბანკო სისტემაზე კონტროლს აძლიერებსნეტგაზეთი
  • "თავდასხმა სრულიად უაზრო იქნება" - ნატოს მთავარსარდალი გრინკევიჩი რუსეთს აფრთხილებსრუსთავი 2
  • EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი დაამტკიცატვ პირველი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

„ჩვენს ნებას ვერავინ გაანადგურებს“ — პატიმარი ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს

„ჩვენს ნებას ვერავინ გაანადგურებს“ — პატიმარი ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს

ფორმულა

ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ სამართალდამცავებმა დააკავეს

ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ სამართალდამცავებმა დააკავეს

ფორმულა

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი დააკავეს

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი დააკავეს

ფორმულა

ციხეში კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა

ციხეში კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა

ფორმულა