
თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა
ფორმულა|formulanews.ge
თბილისში, მოსკოვის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge