მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ევროკავშირი -„ხელისუფლებას აღარ ვაფინანსებთ, მოსახლეობის მხარდაჭერას კი ვაგრძელებთ“
ევროკავშირი -„ხელისუფლებას აღარ ვაფინანსებთ, მოსახლეობის მხარდაჭერას კი ვაგრძელებთ“

ევროკავშირი -„ხელისუფლებას აღარ ვაფინანსებთ, მოსახლეობის მხარდაჭერას კი ვაგრძელებთ“

ფორმულა|formulanews.ge

ევროკავშირი 2026 წელს საქართველოში ახალი პროექტების განსახორციელებლად 38 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოყოფს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდაჭერას განაგრძობს.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს, ახალი დაფინანსების მიზანია საქართველოს მასშტაბით ოჯახებისა და ადგილობრივი თემებისთვის დადებითი ცვლილებების ხელშეწყობა.

დაფინანსება რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა პატარა ქალაქებსა და დაბებში ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უნარების განვითარება და სოფლებისა და რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, მათ შორის ქალების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობა.

ევროკავშირის მხარდაჭერა ასევე ითვალისწინებს ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებასა და სურსათის ხარისხის ამაღლებას, ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, უსაფრთხო და ორგანიზებული მიგრაციის ხელშეწყობას, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციასა და სტიქიური უბედურებებისთვის მზადყოფნის გაუმჯობესებას. დაფინანსების ერთ-ერთი მიმართულება აფხაზეთში მცხოვრები თემების მხარდაჭერის გაგრძელებაც იქნება.

ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებაში აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია საქართველოს 30 წელზე მეტია მხარს უჭერს. მათი ინფორმაციით, 1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში განვითარების ხელშეწყობისთვის 2 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

დაფინანსება სხვადასხვა სფეროს მოიცავდა, მათ შორის სოფლის მეურნეობის განვითარებას, რეგიონებში მცირე ბიზნესის მხარდაჭერას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის ხელშეწყობას.

„საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას“, — ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, 2026 წელს ახალი პროექტებისთვის გამოყოფილი 38 მილიონი ევრო ორგანიზაციის მიერ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერის გაგრძელების ერთ-ერთი ნაწილია.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • ევროკავშირის სამიტის დოკუმენტიდან უკრაინის გაწევრიანების დაჩქარების მოთხოვნა ამოიღესBM.GE
  • „ოცნება“ კვლავ არაა მიწვეული ევროკავშირის გაფართოების ფორუმზენეტგაზეთი
  • "ქართულ ოცნებაში" ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან სიძულვილის ენის წახალისების კიდევ ერთ მაგალითზე საუბრობენ - დაიბარებენ თუ არა პაველ ჰერჩინსკის მორიგ ჯერზე საგარეო საქმეთა სამინისტროშირუსთავი 2
  • ზელენსკი ევროკავშირს ახალი სანქციებისთვის მადლობას უხდისტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

აშშ-ში რუსეთის მოქალაქეს სანქციების დარღვევასა და კონტრაბანდაში ედავებიან

აშშ-ში რუსეთის მოქალაქეს სანქციების დარღვევასა და კონტრაბანდაში ედავებიან

ფორმულა

პენტაგონმა უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან მიიღო

პენტაგონმა უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან მიიღო

ფორმულა

აშშ-მა „ლუკოილის“ საერთაშორისო ავტოგასამართი სადგურების ოპერაციები 2027 წლამდე დაუშვა

აშშ-მა „ლუკოილის“ საერთაშორისო ავტოგასამართი სადგურების ოპერაციები 2027 წლამდე დაუშვა

ფორმულა

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ფორმულა