მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ზელენსკი: რუსეთი მშვიდობისკენ არ მიისწრაფვის, მისი ქმედებები საპირისპიროზე მიუთითებს
ზელენსკი: რუსეთი მშვიდობისკენ არ მიისწრაფვის, მისი ქმედებები საპირისპიროზე მიუთითებს

ზელენსკი: რუსეთი მშვიდობისკენ არ მიისწრაფვის, მისი ქმედებები საპირისპიროზე მიუთითებს

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ომის დასრულებისთვის მზადყოფნის არანაირ ნიშანს არ ავლენს და მისი მოქმედებები მშვიდობის მიღწევას კიდევ უფრო აშორებს.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ღამით უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დარტყმებს დილით ხარკოვზე თავდასხმა მოჰყვა. მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთმა ასევე დაარტყა რივნეში მდებარე სავაჭრო ცენტრსა და ოთხ რეგიონში არსებულ ენერგეტიკულ ობიექტებს.

„ამჟამად რუსეთისგან არანაირი სიგნალი არ არსებობს, რომ ის საკუთარი ნებით მზად არის ამ ომის დასასრულებლად. მისი სიგნალები ამის საპირისპიროზე მიუთითებს და, რა თქმა უნდა, მშვიდობისაკენ სვლას არ აახლოებს“, — წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკრაინისთვის შემდგომი დახმარების საკითხები, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და საჰაერო თავდაცვის მიმართულებით. ასევე იმსჯელეს უკრაინის ფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერაზე, მათ შორის მომავალი წლის საჭიროებებზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროპული ლიდერობის მნიშვნელობას უკრაინის მოსახლეობის რუსული თავდასხმებისგან დასაცავად და მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 282 სტატია.

  • რუსეთისთვის ღვინის მთავარი მიმწოდებელი საქართველოა | საიდან/რა ფასად იყიდება სასმელი ქვეყანაში?BM.GE
  • რუსეთი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საბანკო სისტემაზე კონტროლს აძლიერებსნეტგაზეთი
  • "თავდასხმა სრულიად უაზრო იქნება" - ნატოს მთავარსარდალი გრინკევიჩი რუსეთს აფრთხილებსრუსთავი 2
  • EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი დაამტკიცატვ პირველი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ზელენსკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა — მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

ზელენსკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა — მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

ფორმულა

ნათია სონღულაშვილმა TV იმედში წილი გაასხვისა, ახალი მეწილე მაგდა ანიკაშვილი გახდა

ნათია სონღულაშვილმა TV იმედში წილი გაასხვისა, ახალი მეწილე მაგდა ანიკაშვილი გახდა

ფორმულა

ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესებში მონაწილეობას მიიღებს

ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესებში მონაწილეობას მიიღებს

ფორმულა

კობახიძე ირანის პრეზიდენტს შეხვდა

კობახიძე ირანის პრეზიდენტს შეხვდა

ფორმულა