მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქართველოს პატრიარქს, შიო III-ს პასუხობს
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქართველოს პატრიარქს, შიო III-ს პასუხობს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქართველოს პატრიარქს, შიო III-ს პასუხობს

ფორმულა|formulanews.ge

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს პატრიარქის, შიო III-ის განცხადებას გამოეხმაურნენ.

ე.წ უწყების განცხადებით, ტერიტორიული პრეტენზიების "რელიგიური ლოზუნგებით შეფუთვის მცდელობები" რეალობას ვერ შეცვლის.

"განცხადებები "ძველ ისტორიულ მიწებზე" და მოწოდებები, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს "შეუერთდეს", რწმენასა და ძმობაზე ჩვეული მსჯელობის მიღმა სხვა არაფერია, თუ არა ძველი პოლიტიკური რიტორიკის გაგრძელება ახალი, სულიერი შეფუთვით.

სამწუხაროდ, ქართველი სასულიერო პირები, ისევე როგორც პოლიტიკური მოღვაწეები, კვლავაც განაგრძობენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან მიმართებით არაკორექტული ტერმინოლოგიის გამოყენებას და მას დამამცირებელი ტერმინით - "ცხინვალის რეგიონით" მოიხსენიებენ", - ნათქვამია ე.წ სამინისტროს განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო სტრუქტურების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის შემაჯამებელ დოკუმენტებს, რომლებშიც სამხრეთ ოსეთი თავისი ფაქტობრივი სახელწოდებით არის მოხსენიებული, ხელს აწერენ საქართველოს უფლებამოსილი პოლიტიკური წარმომადგენლები.

"ცალკე უნდა შევჩერდეთ ე.წ. საქართველოს უძველესი ისტორიული მიწების თეზისზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონტექსტში და შევახსენოთ, რომ ისტორიული ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. ეს მიემართება ერთიანი საქართველოს ცნებასაც, რომელიც ისტორიოგრაფიულ ჭრილში ფორმითა და შინაარსით სრულიად სხვა რამეს წარმოადგენს.

სამხრეთ ოსეთში შესანიშნავად ახსოვთ, რამდენი მწუხარება მოუტანა საქართველოს ე.წ. ძმურმა ქრისტიანულმა სიყვარულმა 1920-იან წლებში, 1989–1992 წლებში და 2008 წელს. მსგავსი "კეთილი ზრახვები" აშკარა ფაქტების იგნორირების ფონზე ჩვენი რესპუბლიკისთვის მიუღებელია", - ნათქვამია განცხადებაში.

პატრიარქმა განცხადება გააკეთა ქრისტიანობის მიღების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი", შიო III-მ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის შესახებ თქვა, რომ კვლავ აღდგება ძმური ერთობა. "საქართველოს ამ ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა ქრისტეს რწმენითა და სიყვარულით, დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა. უფლის შეწევნით, ეს ასეც იქნება და ჩვენ შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა".

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საგარეო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 80 სტატია.

  • „მიუხედავად საგარეო გამოწვევებისა, გავაძლიერეთ ჩვენი მდგრადობა“ - თურნავამ IMF-ის „მმართველთა საუბრებში“ მიიღო მონაწილეობაBM.GE
  • საქართველოს ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში ანა აბულაძემ საგარეო საქმეთა მინისტრ ბაიბა ბრაჟეთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართარუსთავი 2
  • მინდა, საჯაროდ დავგმო არჩევნები, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა - რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიტვ პირველი
  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენნეტგაზეთი
საგარეო →

მსგავსი სტატიები

არასრულწლოვან გერს მდუღარე წყალს ასხამდა - ბრალდებულს 12 წელი მიესაჯა

არასრულწლოვან გერს მდუღარე წყალს ასხამდა - ბრალდებულს 12 წელი მიესაჯა

ფორმულა

ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ

ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ

ფორმულა

რა ტენდენციები გამოიკვეთა MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე

რა ტენდენციები გამოიკვეთა MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე

ფორმულა

ზელენსკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა — მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

ზელენსკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა — მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

ფორმულა