მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ზელენსკი: აშშ-ის სანქციების შეჩერება რუსეთს თავდასხმებისკენ უბიძგებს
ზელენსკი: აშშ-ის სანქციების შეჩერება რუსეთს თავდასხმებისკენ უბიძგებს

ზელენსკი: აშშ-ის სანქციების შეჩერება რუსეთს თავდასხმებისკენ უბიძგებს

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ტრამპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედების შეჩერებას გამოეხმაურა.

ზელენსკის თქმით, იმ დროს, როდესაც რუსეთი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მასშტაბურ თავდასხმებს ახორციელებს, ამერიკაში, მიიღეს გადაწყვეტილება, სრულად უგულებელყოთ ლინდსი გრემის აქტი, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ რეალურად ეფექტიანი ზეწოლა უნდა მოეხდინა, რათა ეს ომი დასრულებულიყო.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ აშშ-ის სანქციების შეჩერება, აგრესორზე ზეწოლის შემსუბუქება და პუტინისთვის ფინანსური სარგებლის მიცემა, რუსეთს მხოლოდ ახალი თავდასხმებისკენ უბიძგებს.

"გუშინ რუსებმა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს - უკრაინის სხვადასხვა რეგიონში ელექტროენერგიის გამომუშავებისა და გადაცემის 15-ზე მეტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტი გახდა სამიზნე. აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. პროცესში ჩართულია ყველა აუცილებელი სამსახური და უკრაინის ენერგეტიკული კომპანიების ხელთ არსებული ყველა რესურსი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად პრაქტიკულად შეუჩერებლად მუშაობს...

მხოლოდ გუშინ, საღამოს 7 საათიდან დღეს, დილის 7 საათამდე, ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, ქალაქებისა და დასახლებების წინააღმდეგ გამოიყენეს 320-ზე მეტი რეაქტიული და ბენზინის ძრავიანი "შაჰედის" ტიპის დრონი, აგრეთვე დაყოვნებული მოქმედების საბრძოლო მასალები, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეომრები მათ მნიშვნელოვან რაოდენობას ანადგურებენ, რუსეთის დარტყმების მასშტაბი და უწყვეტი ინტენსივობა, განსაკუთრებით ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმებისას, სამწუხაროდ, მძიმე შედეგებს იწვევს.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა უკრაინის მხარდასაჭერად დახმარების ახალი პაკეტები უკვე მოამზადეს. მადლიერი ვარ მათი ამისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამერიკაშიც ყველამ დაინახოს, რა ხდება სინამდვილეში.

იმ დროს, როდესაც რუსეთმა ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ასეთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, ამერიკაში, სამწუხაროდ, მიიღეს გადაწყვეტილება, სრულად უგულებელყოთ ლინდსი გრემის აქტი, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ რეალურად ეფექტიანი ზეწოლა უნდა მოეხდინა, რათა ეს ომი დასრულებულიყო. ამ აქტს შეეძლო და ახლაც შეუძლია უდიდესი დახმარების გაწევა! თუმცა ამისთვის აუცილებელია, რომ ის რეალურად ამოქმედდეს, და მის მხარდასაჭერად თითოეულ ხმას მნიშვნელობა აქვს.

რუსეთი ზამთრის დადგომამდე უკრაინაში ელექტროენერგიის სრული გათიშვის გამოწვევას ცდილობს. რუსეთს სურს, მილიონობით ჩვენი მოქალაქე ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვოს. ამის შესაჩერებლად საჭიროა ზეწოლა...

ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ. ომის დასრულებისთვის ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენი მიზანი ომის დასრულებაა და არა პუტინისთვის ყველა იმ მიზეზის მიცემა, რომლებიც მას ომის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებისკენ უბიძგებს.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ნამდვილად იბრძვის მშვიდობისთვის და უკრაინას ეხმარება!", - წერს ზელენსკი.

დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ "ლინდსი გრემის კანონით" გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება შეაჩერა.

რუსეთის წინააღმდეგ ახალი კანონით გათვალისწინებული სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება 18 ოქტომბერიდან ძალაში უნდა შესულიყო.

ტრამპმა ბრძანებას ხელი 16 ოქტომბერს მოაწერა.

ტრამპის, აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, რუსეთის წინააღმდეგ გათვალისწინებული სანქციების ამოქმედების შეჩერება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 285 სტატია.

  • რუსეთმა ევროპული კომპანიების აქტივები დროებით მართვაში გადაიყვანაBM.GE
  • სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა – კარასინინეტგაზეთი
  • "თავდასხმა სრულიად უაზრო იქნება" - ნატოს მთავარსარდალი გრინკევიჩი რუსეთს აფრთხილებსრუსთავი 2
  • EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი დაამტკიცატვ პირველი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ადვოკატი: ჯუანშერ ბურჭულაძემ და ვასილ მხეიძემ ღარიბაშვილზე ხელის დადებით იყიდეს თავისუფლება

ადვოკატი: ჯუანშერ ბურჭულაძემ და ვასილ მხეიძემ ღარიბაშვილზე ხელის დადებით იყიდეს თავისუფლება

ფორმულა

უილსონი: ოცნების რეჟიმი ტერორისტულ ირანს ხვდება, ეს ტრამპის შეურაცხყოფაა

უილსონი: ოცნების რეჟიმი ტერორისტულ ირანს ხვდება, ეს ტრამპის შეურაცხყოფაა

ფორმულა

კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს რუსეთთან დიზელის საწვავის შეთანხმების დაბლოკვის შესახებ

კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს რუსეთთან დიზელის საწვავის შეთანხმების დაბლოკვის შესახებ

ფორმულა

ამოიღეს 60 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" - დააკავეს 4 პირი

ამოიღეს 60 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" - დააკავეს 4 პირი

ფორმულა