მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კობახიძე კითხვაზე - ისევ მეგობრობს თუ არა მამუკა მდინარაძესთან: არ არის თქვენი საქმე
კობახიძე კითხვაზე - ისევ მეგობრობს თუ არა მამუკა მდინარაძესთან: არ არის თქვენი საქმე

კობახიძე კითხვაზე - ისევ მეგობრობს თუ არა მამუკა მდინარაძესთან: არ არის თქვენი საქმე

ფორმულა|formulanews.ge

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასულ მამუკა მდინარაძეზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა ამ საკითხზეც იყო საუბარი. გუნდში, რა პროცესებიც წარიმართა ყველა თემასთან დაკავშირებით იყო საუბარი. თუმცა, ვიმეორებ, რომ საჯაროდ, ამ თემაზე საუბარი, როდესაც ადამიანი პოლიტიკად გასულია, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. თავისთავად შეეხო იმ ფაქტს, რომ ადამიანი, რომელიც იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას, გავიდა პოლიტიკიდან და ამასთან დაკავშირებით გაკეთდა ძალიან ზოგადი კომენტარი", - თქვა კობახიძემ.

კითხვაზე დღესაც არიან თუ არა ის და მამუკა მდინარაძე მეგობრები, კობახიძემ ჟურნალისტებს უპასუხა:

"მეგობრობაზე კითხვას რატომ სვამთ? მეგობრობა არ არის თქვენი საქმე. შეგნებულად არ გპასუხობთ იმიტომ, რომ ეს არ არის რელევანტური კითხვა,რომელიც უნდა დაისვას პოლიტსაბჭოს შეხვედრის და უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ."მეგობრობის დღიური" შევავსოთ მერე, როდესაც პოლიტსაბჭოს შეხვედრა არ გვექნება.

კობახიძემ ასევე უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა სამართლებრივი პროცესი მოსალოდნელი მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით.

"კიდევ ერთხელ, გიმეორებთ, რომ ამ შეკითხვას არავითარი საფუძველი არ აქვს. მე მგონი, ცხადია, რასაც ვამბობ. თუ გეუბნებით, რომ საფუძველი არ აქვს, შესაბამისად, ჩემი მოლოდინია, რომ არ უნდა ველოდოთ", - აღნიშნა კობახიძემ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 182 სტატია.

  • პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
  • „სანქციებისაც ეშინია და საზოგადოებისაც" - თამარ ლალიაშვილი მანანა კობახიძის თვითგანრიდებაზეტვ პირველი
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

კობახიძე პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებსა და თიკა რუხაძეზე: არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება

კობახიძე პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებსა და თიკა რუხაძეზე: არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება

ფორმულა

კობახიძე:ივანიშვილისთვის გულსატკენია მომხდარი, [ღარიბაშვილის შეწყალებაზე] საუბარი არ ყოფილა

კობახიძე:ივანიშვილისთვის გულსატკენია მომხდარი, [ღარიბაშვილის შეწყალებაზე] საუბარი არ ყოფილა

ფორმულა

"ქართული ოცნების" უმრავლესობის სხდომა დასრულდა

"ქართული ოცნების" უმრავლესობის სხდომა დასრულდა

ფორმულა

ადვოკატი: ჯუანშერ ბურჭულაძემ და ვასილ მხეიძემ ღარიბაშვილზე ხელის დადებით იყიდეს თავისუფლება

ადვოკატი: ჯუანშერ ბურჭულაძემ და ვასილ მხეიძემ ღარიბაშვილზე ხელის დადებით იყიდეს თავისუფლება

ფორმულა