მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. "ქართული ოცნება": ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გუნდში კორუფციული გამოწვევები გადალახულია
"ქართული ოცნება": ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გუნდში კორუფციული გამოწვევები გადალახულია

"ქართული ოცნება": ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გუნდში კორუფციული გამოწვევები გადალახულია

ფორმულა|formulanews.ge

"ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების შესახებ "ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა განახლდა - პოლიტსაბჭოს წევრები გახდნენ უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე.

ოცნების განცხადებით, როგორც პოლიტსაბჭოზე, ასევე უმრავლესობის სხდომაზე, მმართველი გუნდის წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები განიხილეს.

განაცხადებაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის თქმით გუნდში კორუფციული გამოწვევები გადალახულია.

"პარტიის საპატიო თავმჯდომარემ გუნდის წევრებს აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში, გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები სრულად და ეფექტურად არის გადალახული.

ასევე, სხდომაზე ყურადღება დაეთმო მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში დაანონსებულ კონკრეტულ ინიციატივებსა და რეფორმებს. უმრავლესობის სხდომა დისკუსიის ფორმატში წარიმართა", - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 108 სტატია.

  • დღეს, "ოცნების" ოფისში სხდომა გაიმართება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრებაBM.GE
  • „ოცნება“ კვლავ არაა მიწვეული ევროკავშირის გაფართოების ფორუმზენეტგაზეთი
  • "ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელზეც უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელესრუსთავი 2
  • "ოცნება" ყალბი ანგარიშების შექმნაში მესამე სექტორს ადანაშაულებსტვ პირველი
ოცნების →ივანიშვილის →

მსგავსი სტატიები

კობახიძე პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებსა და თიკა რუხაძეზე: არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება

კობახიძე პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებსა და თიკა რუხაძეზე: არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება

ფორმულა

კობახიძე კითხვაზე - ისევ მეგობრობს თუ არა მამუკა მდინარაძესთან: არ არის თქვენი საქმე

კობახიძე კითხვაზე - ისევ მეგობრობს თუ არა მამუკა მდინარაძესთან: არ არის თქვენი საქმე

ფორმულა

კობახიძე:ივანიშვილისთვის გულსატკენია მომხდარი, [ღარიბაშვილის შეწყალებაზე] საუბარი არ ყოფილა

კობახიძე:ივანიშვილისთვის გულსატკენია მომხდარი, [ღარიბაშვილის შეწყალებაზე] საუბარი არ ყოფილა

ფორმულა

"ქართული ოცნების" უმრავლესობის სხდომა დასრულდა

"ქართული ოცნების" უმრავლესობის სხდომა დასრულდა

ფორმულა