
რომის პაპი ზელენსკის ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში არსებული ვითარების შესახებ ესაუბრა
რომის პაპი ლეო XIV უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში არსებული ვითარების შესახებ ესაუბრა.
"მისმა უწმინდესობამ იმედი გამოთქვა, რომ ორ მხარეს შორის თანამშრომლობა უზრუნველყოფს სურსათისა და სამედიცინო დახმარების მიწოდებას, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობით და უსაფრთხო ევაკუაციას", - ნათქვამია წმინდა საყდრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე, რომის პაპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.
პაპმა ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო პუტინს იქ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა შესაძლებელი გახდეს მოსახლეობისთვის დახმარება.
"პაპმა ღრმა შეშფოთება გამოხატა ხერსონის ოლქში მდებარე ქალაქ ოლეშკის მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა [პუტინს], რათა შესაძლებელი გახდეს საკვების მიწოდება, სამედიცინო დახმარების გაწევა და მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობითი და უსაფრთხო ევაკუაცია
დასასრულს, წმინდა მამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა წმინდა საყდრის ერთგულება დიალოგისა და მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში", - ნათქვამი იყო ინფორმაციაში.
ქალაქი ოლეშკი რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქის ფრონტის ხაზთან მდებარეობს. ქალაქში საკვების მიწოდება ვერ ხერხდება, ხოლო რუსული არმია მოსახლეობას ქალაქიდან ევაკუაციის შესაძლებლობას არ აძლევს
ფორმულა
წყარო: formulanews.ge