მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ზელენსკი: მარკო რუბიოს ვესაუბრე, მადლობელი ვარ მისი დახმარების მზადყოფნის
ზელენსკი: მარკო რუბიოს ვესაუბრე, მადლობელი ვარ მისი დახმარების მზადყოფნის

ზელენსკი: მარკო რუბიოს ვესაუბრე, მადლობელი ვარ მისი დახმარების მზადყოფნის

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს ესაუბრა.

ზელენსკი მადლობას უხდის რუბოს დახმარების მზადყოფნისთვის და აღნიშნავს, რომ საუბარი შეეხო იმ ტექნიკურ სისტემებს, რაც ადამიანების სიცოცხლის დასაცავად ჭირდება უკრაინას.

ზელენსკის თქმით აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეთანხმდა, რომ განახლებული ინფორმაციის გასაზიარებლად მალე კვლავ დაუკავშირდებიან ერთმანეთს.

"მარკო რუბიოს ვესაუბრე და ეს იყო კონკრეტული, შინაარსიანი საუბარი იმ საკითხებზე, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს. მადლობელი ვარ მისი დახმარების მზადყოფნისა და მკაფიო პოზიციისთვის.

პირველი — ბალისტიკური რაკეტების ჩამჭერი სისტემები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის დასაცავად არის საჭირო.

მეორე — რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმების შესახებ ადრეული გაფრთხილება, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

მესამე — Starlink-ისა და Starshield-ის გარშემო არსებული ვითარება, რომელთა მუშაობაც უნდა აღდგეს.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, რომელიც ამ საშინელი ომისა და ადამიანების მუდმივი ხოცვის დასრულებას ისახავს მიზნად.

შევთანხმდით, რომ განახლებული ინფორმაციის გასაზიარებლად მალე კვლავ დავუკავშირდებით ერთმანეთს.

მადლობა, მარკო, კონსტრუქციული საუბრისთვის!

მადლობა ამერიკაში ყველას, ვინც სამართლიან მიდგომებს უჭერს მხარს!", - წერს ზელენსკი.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა NBC-ის გადაცემა "შეხვედრა პრესასთან" ეთერში განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეწყვეტილი სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აშშ-სა და უკრაინას შორის განახლდა.

ზელენსკიმ ასევე გამოთქვა იმედი, რომ აშშ-ის მხარესთან მოლაპარაკებები შესაძლოა მიმდინარე კვირაში გაიმართოს. მისი თქმით, ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გამჭვირვალობა: კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებით დასრულდება საარჩევნო დემოკრატია

გამჭვირვალობა: კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებით დასრულდება საარჩევნო დემოკრატია

ფორმულა

სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა რწმუნებულთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა რწმუნებულთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

ფორმულა

"გახარია საქართველოსთვის" ითხოვს მათი კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ განიხილონ

"გახარია საქართველოსთვის" ითხოვს მათი კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ განიხილონ

ფორმულა

ამოიღეს 12 შეკვრად დაფასოებული "მეთადონი" - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეები

ამოიღეს 12 შეკვრად დაფასოებული "მეთადონი" - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეები

ფორმულა