მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა რწმუნებულთან შეხვედრაზე უარი განაცხადა
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა რწმუნებულთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა რწმუნებულთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

ფორმულა|formulanews.ge

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე და ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღნიშნულზე დაგვიანებით მოახდინა რეაგირება.

განცხადებაში, სახალხო დამცველი კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ინფორმაციას და ხაზგასმით აცხადებს, რომ გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება სიმართლეს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ.

"2026 წლის 19 ოქტომბერს, 16:31 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე და თხოვნა მისი მონახულების შესახებ. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ინფორმაცია გადაეცემოდა უფლებამოსილ დეპარტამენტს, ხოლო პატიმრის მონახულება განხორციელდებოდა უმოკლეს ვადაში.

იმავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ბრალდებულმა დავით ფეიქრიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია შესაბამისი ოქმით, რომელზეც დაფიქსირებულია ბრალდებულის ხელმოწერა.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედია საშუალებებს გაავრცელონ მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატთან გადამოწმებული ინფორმაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საფრანგეთის ქალაქებში ნაწილობრივი კომენდანტის საათი დაწესდა

საფრანგეთის ქალაქებში ნაწილობრივი კომენდანტის საათი დაწესდა

ფორმულა

გამჭვირვალობა: კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებით დასრულდება საარჩევნო დემოკრატია

გამჭვირვალობა: კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებით დასრულდება საარჩევნო დემოკრატია

ფორმულა

"გახარია საქართველოსთვის" ითხოვს მათი კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ განიხილონ

"გახარია საქართველოსთვის" ითხოვს მათი კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ განიხილონ

ფორმულა

ამოიღეს 12 შეკვრად დაფასოებული "მეთადონი" - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეები

ამოიღეს 12 შეკვრად დაფასოებული "მეთადონი" - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეები

ფორმულა