მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. დავით ფეიქრიშვილი მრავლობითი დაზიანებებით კვლავ „ვივამედის“ კლინიკაში გადაიყვანეს
დავით ფეიქრიშვილი მრავლობითი დაზიანებებით კვლავ „ვივამედის“ კლინიკაში გადაიყვანეს

დავით ფეიქრიშვილი მრავლობითი დაზიანებებით კვლავ „ვივამედის“ კლინიკაში გადაიყვანეს

ფორმულა|formulanews.ge

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პენიტენციური დაწესებულებიდან დავით ფეიქრიშვილი კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს. მისი თქმით, პატიმარს ზედა კიდურები აქვს დაზიანებული და მას საოპერაციო ბლოკში შესაყვანად ამზადებენ. კლინიკაში ადასტურებენ, რომ ფეიქრიშვილი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გუშინ საღამოსაც შეიყვანეს, თუმცა ღამით ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გაწერეს.

დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის ცნობით, 16 ოქტომბერს ციხის საკანში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და კიდევ ორი პირი. „ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი, სახის ძვლები ჩამტვრეული და აღენიშნება სისხლნაჟღენთები“, — აცხადებს უფლებადამცველი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა უწყება არ აკონკრეტებს, რა გარემოებებში მიიღო პატიმარმა დაზიანებები. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის აპარატმაც — ომბუდსმენის რწმუნებული 19 ოქტომბერს შევიდა დაწესებულებაში პატიმრის მოსანახულებლად, თუმცა ფეიქრიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სკოტ ბესენტის თქმით დემოკრატები ტრამპის პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ შეაჩერებენ

სკოტ ბესენტის თქმით დემოკრატები ტრამპის პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ შეაჩერებენ

ფორმულა

ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს

ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს

ფორმულა

კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები თითქმის ორი წელია, უკრაინის კაპიტულაციისკენ უბიძგებენ

კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები თითქმის ორი წელია, უკრაინის კაპიტულაციისკენ უბიძგებენ

ფორმულა

ევროკავშირი არქტიკის სტრატეგიის შეცვლას გეგმავს რუსეთის სამხედრო აქტიურობის ზრდის ფონზე

ევროკავშირი არქტიკის სტრატეგიის შეცვლას გეგმავს რუსეთის სამხედრო აქტიურობის ზრდის ფონზე

ფორმულა