მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პლენუმმა მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაბარებაზე უარი თქვა
პლენუმმა მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაბარებაზე უარი თქვა

პლენუმმა მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაბარებაზე უარი თქვა

ფორმულა|formulanews.ge

ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას ნაციონალურმა მოძრაობამ მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაბარების შუამდგომლობა დააყენა.

მოსამართლეთა პლენუმმა ადგილზევე მოითათბირა და განაცხადა, რომ ამ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ განმარტა, რომ "აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს გამომდინარე იქიდან, რომ ვერ დასაბუთდა, რა გარემოებებს დაადასტურებენ მოწმეები მათი სასამართლოში წარმოდგენის შემთხვევაში".

მანამდე, მოსამართლეებმა პლენუმის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს.

სხდომაზე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოსამართლეთა კოლეგიის სრული შემადგენლობის აცილების შუამდგომლობა დააყენა, ლელო - ძლიერმა საქართველომ კი - 3 მოსამართლის.

ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი დაიწყო.

საუბარია შემდეგ პარტიებზე: ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის, ლელო - ძლიერი საქართველო, ფედერალისტები და გახარია - საქართველოსთვის.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს ქართული ოცნების პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს.

88 დეპუტატი საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოითხოვს:

ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას; ამ პარტიების აკრძალვას; მათი რეგისტრაციის გაუქმებას.

მოსარჩელეთა მტკიცებით, აღნიშნული პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის ქართული ოცნების პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პლენუმმა არ დააკმაყოფილა ენმ-ის შუამდგომლობა ქართული ოცნების წევრების დაკითხვაზე

პლენუმმა არ დააკმაყოფილა ენმ-ის შუამდგომლობა ქართული ოცნების წევრების დაკითხვაზე

ფორმულა

ხატია დეკანოიძემ ივანიშვილის დაბარების შუამდგომლობა დააყენა, მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა

ხატია დეკანოიძემ ივანიშვილის დაბარების შუამდგომლობა დააყენა, მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა

ფორმულა

კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსეთთან სპეცწარმომადგენლად დანიშნა

კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსეთთან სპეცწარმომადგენლად დანიშნა

ფორმულა

პლენუმმა არ დააკმაყოფილა მოთხოვნები სრული შემადგენლობისა და 3 მოსამართლის აცილებაზე

პლენუმმა არ დააკმაყოფილა მოთხოვნები სრული შემადგენლობისა და 3 მოსამართლის აცილებაზე

ფორმულა