მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. მუშთაიდის პარკიდან შშმ სტატუსის გამო გათავისუფლებულმა პირმა სასამართლო მოიგო
მუშთაიდის პარკიდან შშმ სტატუსის გამო გათავისუფლებულმა პირმა სასამართლო მოიგო

მუშთაიდის პარკიდან შშმ სტატუსის გამო გათავისუფლებულმა პირმა სასამართლო მოიგო

ფორმულა|formulanews.ge

მუშთაიდის პარკიდან შშმ პირის ნიშნით დისკრიმინაციულად გათავისუფლებულმა პირმა სასამართლო დავა სრულად მოიგო. ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

"საია პირის ინტერესებს შპს „მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკის“ წინააღმდეგ იცავდა. სასამართლომ მოსარჩელე მხარის თითოეული მოთხოვნა სრულად გაიზიარა და დააკმაყოფილა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საიას განცხდაბით, მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია შრომით ურთიერთობებში შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და შშმ პირთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით. მათი განმარტებით, საქმე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ დამსაქმებელს არ აქვს უფლება, პირის შშმ სტატუსი გამოიყენოს შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის საფუძვლად.

"ინფორმაციის თანახმად, ზ.მ. შპს "მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკში" 2019 წლიდან მუშაობდა. მრავალწლიანი შრომითი ურთიერთობის განმავლობაში მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ფორმა არასდროს გამოყენებულა. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებული წლების განმავლობაში ჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, დამსაქმებელმა მოულოდნელად მოსთხოვა მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენისთანავე, დამსაქმებელმა სწორედ შშმ პირის სტატუსის საფუძვლით, დისკრიმინაციულად შეწყვიტა მასთან შრომითი ხელშეკრულება.

სასამართლომ სრულად გაიზიარა საიას ადვოკატის პოზიცია და დაადგინა, რომ დასაქმებულის გათავისუფლება განხორციელდა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულად და კანონმდებლობის უხეში დარღვევით", - წერია საიას განცხადებაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლოში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 82 სტატია.

  • რატომ უჩივლეს ტრამპის კრიპტოკომპანიას სასამართლოში?BM.GE
  • საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვანეტგაზეთი
  • ყველაფერი იქნება საზოგადოებისთვის საჯარო, ყველას ექნება შესაძლებლობა, თვალი ადევნოს სამართლებრივ მსჯელობას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია თითოეულ პარტიასთან დაკავშირებული საკითხი - ნიკოლოზ სამხარაძერუსთავი 2
  • ირინა სარიშვილი, თამარ ბაგრატიონის შესახებ დაწერილი პოსტის გამო, სასამართლოში დაიბარესტვ პირველი
სასამართლოში →

მსგავსი სტატიები

ავსტრიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პაატა ბურჭულაძის შესახებ სიუჟეტი მოამზადა

ავსტრიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პაატა ბურჭულაძის შესახებ სიუჟეტი მოამზადა

ფორმულა

ინტიმური ხასიათის ფოტოები გაუვრცელეს, დაზარალებულმა თავი მოიკლა - 2 პირს პატიმრობა მიესაჯა

ინტიმური ხასიათის ფოტოები გაუვრცელეს, დაზარალებულმა თავი მოიკლა - 2 პირს პატიმრობა მიესაჯა

ფორმულა

მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ 21 000 ლარს - დაკავებულია 1 პირი

მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ 21 000 ლარს - დაკავებულია 1 პირი

ფორმულა

დაზარალებულს 49 500 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა - დაკავებულია 1 პირი

დაზარალებულს 49 500 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა - დაკავებულია 1 პირი

ფორმულა