მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ 21 000 ლარს - დაკავებულია 1 პირი
მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ 21 000 ლარს - დაკავებულია 1 პირი

მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ 21 000 ლარს - დაკავებულია 1 პირი

ფორმულა|formulanews.ge

დიდი ოდენობით თანხის არაერთგზის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულს ორმა მოქალაქემ სამოქალაქო დავის წარმოებისა და შესაბამისი სამართლებრივი მომსახურების მიღების მიზნით მიმართა. ბრალდებულმა მათ სასამართლოში სარჩელის შეტანის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისა და სასურველი სამართლებრივი შედეგის მიღწევის დაპირებით, დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა.

მიუხედავად თანხის მიღებისა, ბრალდებულს, როგორც მათი ინტერესების დამცველ ადვოკატს, სასამართლოსთვის სარჩელით არ მიუმართავს. ამის ნაცვლად, მან მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანა და დაარწმუნა, თითქოს მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოში დავა მიმდინარეობდა, რომელიც მათ სასარგებლოდ დასრულდა. აღნიშნულის დასადასტურებლად კი ყალბი დოკუმენტაცია გადაუგზავნა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებული აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებებით მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ 21 000 ლარს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ავსტრიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პაატა ბურჭულაძის შესახებ სიუჟეტი მოამზადა

ავსტრიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პაატა ბურჭულაძის შესახებ სიუჟეტი მოამზადა

ფორმულა

ინტიმური ხასიათის ფოტოები გაუვრცელეს, დაზარალებულმა თავი მოიკლა - 2 პირს პატიმრობა მიესაჯა

ინტიმური ხასიათის ფოტოები გაუვრცელეს, დაზარალებულმა თავი მოიკლა - 2 პირს პატიმრობა მიესაჯა

ფორმულა

მუშთაიდის პარკიდან შშმ სტატუსის გამო გათავისუფლებულმა პირმა სასამართლო მოიგო

მუშთაიდის პარკიდან შშმ სტატუსის გამო გათავისუფლებულმა პირმა სასამართლო მოიგო

ფორმულა

დაზარალებულს 49 500 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა - დაკავებულია 1 პირი

დაზარალებულს 49 500 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა - დაკავებულია 1 პირი

ფორმულა