
პოლიტიკური ველიდან იმ ადამიანების გაყვანა დაიწყება, ვინც კობახიძის მეგობარ ითვლება - ცქიტიშვილი
ტვ პირველი|tvpirveli.ge
პოლიტიკოსი, დიმიტრი ცქიტიშვილი ვარაუდობს, რომ ირაკლი კობახიძე პრემიერად იქამდე დარჩება, ვიდრე პარტიების აკრძალვის სარჩელს საკონსტიტუციო ბოლომდე არ მიიყვანს, რადგან ეს პროცესი სწორედ მისი დაწყებულია.
როგორც მან დიანა ტრაპაიძის “პოლიტიკურ ამბებში“ განაცხადა, კობახიძემ ზურგი უნდაა გაუმაგროს ამ ხალხს, რომ შიდა რჩევები არ დაიწყოს და არ აფეთქდეს სიტუაცია.
კობახიძე ამ განხილვების დროს უნდა იყოს და ზურგი გაუმაგროს ამ ხალხს. რყევები არ უნდა დაიწყოს, სანამ სარჩელი არის, რომ არ აფეთქდეს სიტუაცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად, დაიწყებს ცალკეული ადამიანების, ვინც ითვლება მაგალითად კობახიძის მეგობრად, პოლიტიკური ველიდან გაყვანას, ზოგი შეიძლება საელჩოში გაუშვან, ზოგი სადღაც, მაგრამ ნელ-ნელა მოხდება მათი დასუსტება და ახალი, უფრო მორჩილი და არაორაზროვანი პოლიტიკური ადამიანების შემოყვანა სიიდან. როდის და რა ეტაპზე გააკეთებენ არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელოვანია ის, რომ ამ მთავრობამ თავისი ამოწურა, და ვეღარ არსულებს იმ ამოცანებსაც კი, რომელსაც ქართული ოცნების ლიდერი უსვამთ მათ, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge