მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ზელენსკი: უნდა განიბლოკოს ევროპული ქვეყნების მიერ დამტკიცებული Patriot-ის რაკეტების მოწოდება
ზელენსკი: უნდა განიბლოკოს ევროპული ქვეყნების მიერ დამტკიცებული Patriot-ის რაკეტების მოწოდება

ზელენსკი: უნდა განიბლოკოს ევროპული ქვეყნების მიერ დამტკიცებული Patriot-ის რაკეტების მოწოდება

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაახლოებით 1 600 მართვადი საავიაციო ბომბი, სხვადასხვა ტიპის 48 რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები, და თითქმის 2 300 დამრტყმელი დრონი გაუშვა.

ზელენსკის თქმით, ასე პასუხობს რუსეთი დიპლომატიასა და იზოლაციიდან გამოსვლის მცდელობებს.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების პროცესის პარალელურად არ შემცირდეს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, სადაც ადამიანების სიცოცხლეს იცავენ. მისი თქმით, აუცილებელია, განიბლოკოს ევროპული ქვეყნების მიერ უკვე დამტკიცებული Patriot-ის ჩამჭერი რაკეტების მიწოდება

"სამწუხაროდ, თითქმის ყოველდღე ამ სასტიკ დარტყმებს ადამიანების სიცოცხლე ეწირება და ადამიანები ზიანდებიან.

საღამოს დნიპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის დარტყმებს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. კიდევ 22 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 წლის გოგონა.

ვინიცაში რუსული დრონი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. დაშავდა ექვსი ადამიანი.

ხარკოვში რუსებმა თავდაპირველად სამშენებლო და საყოფაცხოვრებო საქონლის ჰიპერმარკეტს დაარტყეს, შემდეგ კი ცინიკურად, ორმაგი დარტყმა განახორციელეს იმ საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებზე, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ. დაშავდნენ პირველი რეაგირების ჯგუფების წევრები.

ღამით დარტყმები განხორციელდა ასევე თბოელექტროსადგურზე, ელექტროქვესადგურებზე, ქვანახშირის მაღაროებზე, მარცვლეულის შესანახ ობიექტებზე, სავაჭრო ცენტრებსა და საფოსტო ლოჯისტიკურ ცენტრზე. დაზიანებები ცხრა რეგიონში დაფიქსირდა.

აუცილებელია, განიბლოკოს ევროპული ქვეყნების მიერ უკვე დამტკიცებული "Patriot-ის" ჩამჭერი რაკეტების მიწოდება. ასევე უნდა გაგრძელდეს უკრაინის საბრძოლო ავიაციის მხარდაჭერა, რათა მან რეაქტიული ძრავით აღჭურვილი "შაჰედების" წინააღმდეგ თავდაცვა შეძლოს.

თავდაცვის დახმარების თითოეული ასეთი პაკეტი, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოების წინ, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს.

მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, რომელიც ასეთ მხარდაჭერას გვიწევს", - წერს ზელენსკი.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფეიქრიშვილების დედა: წყარომ მითხრა, რომ ჩემს შვილთან, გიორგისთან საკანში ვატო ყიფიანი შევიდა

ფეიქრიშვილების დედა: წყარომ მითხრა, რომ ჩემს შვილთან, გიორგისთან საკანში ვატო ყიფიანი შევიდა

ფორმულა

19 შეკვრა ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინი" ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი

19 შეკვრა ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინი" ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მრუდე სარკისებრი სტრატეგია

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მრუდე სარკისებრი სტრატეგია

ფორმულა

თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდა

თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდა

ფორმულა