
19 შეკვრა ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინი" ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი
ფორმულა|formulanews.ge
თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 19 შეკვრა ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge