მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პაპუაშვილი: ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ საბჭოთა მეთოდებს ვუყურებთ
პაპუაშვილი: ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ საბჭოთა მეთოდებს ვუყურებთ

პაპუაშვილი: ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ საბჭოთა მეთოდებს ვუყურებთ

ფორმულა|formulanews.ge

,,ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის გაფართოების შესახებ მოსალოდნელ ანგარიშთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

პაპუაშვილის განცხადებით, ევროკომისია საქართველოს მიმართ დიალოგის ნაცვლად კონფრონტაციულ გზას, ესკალაციასა და ზეწოლას ირჩევს, რაც საბჭოთა მეთოდებს წააგავს.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დიალოგის მაგიდასთან სხედან, თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლები ამ მაგიდას გარშემო უტრიალებენ.

პაპუაშვილმა აღნიშნული საკითხის შეფასებისას განაცხადა:

„ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ ევროკომისიის უმწიფარ საგარეო პოლიტიკას, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა კანდიდატი ქვეყნების მიმართ. სანამ ევროკომისია ამ უმწიფარ პოლიტიკას არ შეცვლის, რთულია წარმოვიდგინოთ რომ რაიმე კონსტრუქციული ნაბიჯები იყოს მათი მხრიდან გადადგმული. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ვსხედვართ ევროკავშირთან დიალოგის მაგიდასთან და ველოდებით, ევროკავშირის წარმომადგენლები როდის დასხდებიან ამ მაგიდასთან, მაგრამ ვხედავთ, რომ ისინი ამ მაგიდას გარშემო უტრიალებენ - კონფრონტაციულ გზას ირჩევენ დიალოგის ნაცვლად. ესეც არის ევროპული ღირებულებების ნგრევა და ევროპის ცივილიზაციური უფსკრულისკენ წაყვანა.

ევროკომისიას მთავარი ტაქტიკა აქვს გამოცხადებული ბევრი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მიმართ - კონფრონტაცია, ესკალაცია და არა დიალოგი. ეს არანაირად არ არის ევროპული ღირებულება. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, მოვიქცეთ ცივილიზებულად, ევროპულად, თუმცა სამწუხაროდ, იქიდან ვხედავთ საბჭოთა მეთოდებს, რაც გასაკვირი არაა, ვინაიდან ევროკომისიის ხელმძღვანელობაში პოსტსაბჭოთა ლიდერებს ვხედავთ. მართალია, საბჭოთა კავშირიდან გამოვიდნენ, მაგრამ თავისი ქცევებიდან საბჭოური ქცევები ვერ ამოიღეს. როგორც ჩანს, ის მეთოდები წამოიღეს, რომელიც საბჭოღა კავშირისთვის იყო დამახასიათებელი ზომით პატარა ქვეყნების მიმართ. ჩვენ ჩვეულებრივ საბჭოთა მეთოდებს ვუყურებთ ახლა ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ - კონფრონტაცია, ესკალაცია, ზეწოლა, იძულება, ნაცვლად დიალოგისა. ჩვენ ვრჩებით ევროპულებად, ევროკომისია იქცევა არაევროპულად.“

ცნობისთვის, ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს 4 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 121 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი: საქართველოში ექსპორტის ზრდა სწორი პოლიტიკის შედეგია, ნულის გარშემო აქვთ ეკონომიკური ზრდის ტემპები ევროკავშირის წევრ თუ კანდიდატ ქვეყნებს, ვინც ბრიუსელს უჯერებს, აგებსრუსთავი 2
  • უმაღლესი თანამდებობის პირების კორუფციასთან დაკავშირებით იმედგაცრუება ივანიშვილთან ერთად, მთელ გუნდს აქვს - პაპუაშვილიBM.GE
  • პაპუაშვილის თქმით, ივანიშვილს ღარიბაშვილის შეწყალებაზე არ უსაუბრიატვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლებაიმედი
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

ოპოზიციონერი მარია კორინა მაჩადო 10-თვიანი დევნილობის შემდეგ ვენესუელაში დაბრუნდა

ოპოზიციონერი მარია კორინა მაჩადო 10-თვიანი დევნილობის შემდეგ ვენესუელაში დაბრუნდა

ფორმულა

შალვა კერესელიძე: თუ პარტიას აკრძალავენ, პარლამენტს დავტოვებთ — ეს პირადი შურისძიებაა

შალვა კერესელიძე: თუ პარტიას აკრძალავენ, პარლამენტს დავტოვებთ — ეს პირადი შურისძიებაა

ფორმულა

პროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

პროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

ფორმულა

უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟზე იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი

უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟზე იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი

ფორმულა