მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. გამჭვირვალობა: საპარლამენტო არჩევნებიდან 2 წლის შემდეგ დემოკრატიის მდგომარეობა გაუარესდა
გამჭვირვალობა: საპარლამენტო არჩევნებიდან 2 წლის შემდეგ დემოკრატიის მდგომარეობა გაუარესდა

გამჭვირვალობა: საპარლამენტო არჩევნებიდან 2 წლის შემდეგ დემოკრატიის მდგომარეობა გაუარესდა

ფორმულა|formulanews.ge

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" განცხადებას ავრცელებს სათაურით - ორი წელი არჩევნებიდან: დემოკრატიის შემდგომი უკუსვლა და მოქალაქეთა დევნა.

აღნიშნულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.

ნათქვამია, რომ ხელისუფლებას დღემდე არ გამოუძიებია არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევები და არ გადაუდგამს ნაბიჯები საზოგადოების ნდობის აღსადგენად. ამის ნაცვლად, მოქმედმა ხელისუფლებამ პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა და კრიტიკას რეპრესიებით, დაშინებითა და დევნით უპასუხა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" კატეგორიულად მოუწოდებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების დევნა და დაშინება, შეწყვიტოსს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიები და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ სრულად მიიტაცა ხელისუფლების სამივე შტო და ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, კიდევ უფრო შეზღუდა ფუნდამენტური უფლებები, დაფინანსების წყაროები გადაუკეტა დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას და, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა ყოველდღიურობად აქცია. ქვეყანაში არნახულად იმატა პოლიტიკური პატიმრების რაოდენობამ. მშვიდობიანი დემონსტრანტები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მუდმივი ზეწოლის სამიზნეები გახდნენ. პარალელურად ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, ხოლო, მათ ლიდერებს ხანგრძლივი დროით თავისუფლების აღკვეთით ემუქრება...

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" აღნიშნავს, რომ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის 2026 წლის ანგარიშმა დაადასტურა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება და ძალადობისა და დაუსჯელობის განმეორებადი შემთხვევები. მათი თქმით, მსგავსი შედეგები იქნა ასახული ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მემორანდუმებში, აგრეთვე, სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნებში.

"ამ პოლიტიკამ ქვეყანა კიდევ უფრო დააშორა ევროპული ინტეგრაციის პროცესს და გააღრმავა საერთაშორისო იზოლაცია. "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ პასუხობს საზოგადოების მთავარ მოთხოვნებს და კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარების ნაცვლად, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ზეწოლასა და რეპრესიებს იყენებს...

ყველა შემთხვევა, რომელიც ძალადობასა და არასათანადო მოპყრობას უკავშირდება, დამოუკიდებლად და ეფექტიანად უნდა იქნეს გამოძიებული.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ფუნდამენტური უფლებების შემზღუდველი კანონები და შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა. ქართველი ხალხი გააგრძელებს ბრძოლას დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ფორმულა

ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს: ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები [ციხეში]

ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს: ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები [ციხეში]

ფორმულა

რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 2 ქართულ კომპანიას შეუზღუდა

რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 2 ქართულ კომპანიას შეუზღუდა

ფორმულა

იმედისა და რუსთავი 2-ის ფეისბუქ გვერდებზე "მითების დეტექტორმა" ყალბი ანგარიშები გამოავლინა

იმედისა და რუსთავი 2-ის ფეისბუქ გვერდებზე "მითების დეტექტორმა" ყალბი ანგარიშები გამოავლინა

ფორმულა