მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა
რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა

რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთმა სასმლის შეტანა კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა - ამის შესახებ ინფორმაციას პრორუსი ბიზნესმენი, "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია ავრცელებს. ამის შესახებ მან BMge-სთან განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ეს კომპანიებია: GWS-Wine-Company, "შატო მუხრანი" და "ვინივერია". ფიფიამ BMge-ს უთხრა, რომ შესაბამისი სამართლებრივი აქტი მალე გამოიცემა.

"სამწუხაროდ, სანქციების მეორე ტალღაში მოყვა "შატო მუხრანი" და "ვინ ივერია". "მარუსია ბევერიჯის ჯორჯიას" აქციონერები არიან პატრიკ ხოდენი და ელენა ნადიბაძე. ეს ადამიანები ადრე იყვნენ ფონდ "უკრაინის რეკონსტრუქციის" დირექტორები, ასევე შემჩნეულები არიან უკრაინის ხელისუფლების დაფინანსებაში.

"ვინივერია" ატარებდა აუქციონს უკრაინის ტერიტორიაზე და ამ აუქციონიდან ფული პირდაპირ მიდიოდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, უკრაინის ჯარს აფინანსებდა. ეს განცხადება გაკეთდება ამ დღეებში. ძალიან სამწუხაროა", - თქვა BMge-სთან ფიფიამ.

10 ოქტომბერს გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთმა საქართველოდან გარკვეული ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების იმპორტი აკრძალა. კერძოდ, რუსეთმა აკრძალა: "ნაბეღლავის", "კოკა-კოლას", "თელიანი ველის", "თბილღვინოს", "ძმები ასკანელების", "ვაინმენისა" და ქართული ლუდის კომპანიის პროდუქტების იმპორტი.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 289 სტატია.

  • რუსეთი ქართული ლაბორატორიების შესამოწმებლად საქართველოში ჯგუფს აგზავნისტვ პირველი
  • რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელიარუსთავი 2
  • რუსეთიდან საწვავის იმპორტი შემცირდა, იზრდება ბულგარეთისა და რუმინეთის წილი - ირაკლი ლექვინაძეBM.GE
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

იმედისა და რუსთავი 2-ის ფეისბუქ გვერდებზე "მითების დეტექტორმა" ყალბი ანგარიშები გამოავლინა

იმედისა და რუსთავი 2-ის ფეისბუქ გვერდებზე "მითების დეტექტორმა" ყალბი ანგარიშები გამოავლინა

ფორმულა

ფინეთის პრეზიდენტი და ნორვეგიის პრემიერი პუტინს ტელეფონით ესაუბრნენ

ფინეთის პრეზიდენტი და ნორვეგიის პრემიერი პუტინს ტელეფონით ესაუბრნენ

ფორმულა

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

ფორმულა

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

ფორმულა