
საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხზე სხდომა ხვალ, 11:00 საათზე განახლდება. პროცესი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებებით გაგრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები მოისმინა.
სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. მას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, 7 მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს.
სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი აწერს ხელს. ისინი ითხოვენ შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობას: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელო“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.
სარჩელს თან ერთვის მე-11 მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge