მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სემეკს წყალსა და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე დიფერენცირებული ტარიფების დადგენა შეეძლება
სემეკს წყალსა და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე დიფერენცირებული ტარიფების დადგენა შეეძლება

სემეკს წყალსა და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე დიფერენცირებული ტარიფების დადგენა შეეძლება

ფორმულა|formulanews.ge

"ოცნების" პარლამენტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტში ცვლილებას მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი წინააღმდეგი იყო.

კანონპროექტი კოლეგებს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა გააცნო.

კერძოდ, მოქმედი რეგულაციის თანახმად, წყალმომარაგების ტარიფის დადგენისას მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილია 2027 წლის პირველ იანვრამდე წყალმომარაგების მომსახურების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლისთვის განსხვავებული პროპორციით გადაანაწილოს. კანონპროექტით, აღნიშნული თარიღი 2036 წლის პირველ იანვრამდე გადაიწევს.

შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ცვლილების თანახმად, მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილი იქნება გარდამავალ პერიოდში – 2036 წლის პირველ იანვრამდე წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის პირველ იანვრამდე ბუნებრივი გაზის – ტარიფის დადგენის დროს განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული მოცულობის მიხედვით.

„აღნიშნული ცვლილებების მიზანი, ერთი მხრივ, მოქალაქეთა სოციალური ინტერესების დაცვაა, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, რომელიც ენერგორესურსების ეფექტიან გამოყენებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა „აზარტული თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „აზარტული თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

ფორმულა

ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა

ფორმულა

უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად რუსულმა Ozon-მა 30,1 მილიარდი რუბლის ზარალი აღრიცხა

უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად რუსულმა Ozon-მა 30,1 მილიარდი რუბლის ზარალი აღრიცხა

ფორმულა

ბელგრადში, ისრაელის საელჩოსთან, დანით შეიარაღებული მოზარდი დაცვის თანამშრომელს თავს დაესხა

ბელგრადში, ისრაელის საელჩოსთან, დანით შეიარაღებული მოზარდი დაცვის თანამშრომელს თავს დაესხა

ფორმულა