
ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს
ფორმულა|formulanews.ge
პატიმრობაში მყოფი კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან თბილისში, თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს.
ინფორმაცია და კადრები სანდო წყარომ გაავრცელა.
ელენე ხოშტარია საავადმყოფოში გეგმური შემოწმებისთვის გადაიყვანეს. კადრებში ჩანს, რომ ის ეტლით გადაადგილდება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ელენე ხოშტარია თავდაპირველად, კლინიკა ვივამედში, რამდენიმე თვის წინ გადაიყვანეს. კლინიკიდან რუსთავის ქალთა ციხეში ის 27 სექტემბერს დააბრუნეს.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge