მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შემაშფოთებელია
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შემაშფოთებელია

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შემაშფოთებელია

ფორმულა|formulanews.ge

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მიკიტა პოტურაევმა, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოთქვა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, უზრუნველყოს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ საკუთარი უფლებებით თავისუფლად სარგებლობა შეძლონ.

პოტურაევმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები სერიოზულ საფრთხეს აჩენენ პოლიტიკურ პლურალიზმზე, დემოკრატიულ კონკურენციაზე და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე.

"საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ღრმა შეშფოთებას იწვევს ჩემში, განსაკუთრებით კი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი, რომელიც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად.

მოქალაქეების შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური პრეფერენციები და არჩევანი გააკეთონ რეალურ პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის.

საქართველოს კონსტიტუციური პროცესებისა და მისი სასამართლოს დამოუკიდებლობის პატივისცემით, ხაზს ვუსვამ, რომ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული შეზღუდვები უნდა აკმაყოფილებდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის უმაღლეს სტანდარტებს.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა გამონაკლისი ზომაა, რომელიც მხოლოდ უკიდურესად მკაცრი პირობების არსებობისას შეიძლება გამართლდეს. პოლიტიკური სხვაობები უნდა გადაიჭრას დემოკრატიული ინსტიტუტების, დიალოგისა და არჩევნების გზით, და არა საჯარო ცხოვრებიდან პოლიტიკური ოპონენტების გარიყვით…

შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ საკუთარი უფლებების თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობა და მოახდინოს „მოსკოვის მექანიზმის” რეკომენდაციების იმპლემენტაცია, ამასთანავე, სერიოზულად განიხილოს „ვენეციის კომისიის” რეკომენდაციებიც. საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, რომ ხელი შეუწყოს ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც პოლიტიკური კონკურენცია თავისუფლად წარიმართება და ყველა დემოკრატიული ხმა იქნება მოსმენილი.

ასევე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომ ჩაერთონ არსებით დიალოგში, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი შეიკავონ ნებისმიერი ძალადობისგან და მწვავე რიტორიკისგან. 2024 წლის საპარლამენტოს არჩევნების შემდეგ „ოდირის” მიერ გაცემული რეკომენდაციები კონკრეტულ საფუძველს ქმნის ნდობის აღდგენისთვისა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისთვის", - თქვა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • №21 საჯარო სკოლის მშობლები და მასწავლებლები შენობის ექსპერტიზის პროცესში გამჭვირვალობას ითხოვენBM.GE
  • "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე, ამტკიცებდა იმას, რაც საერთოდ არ არის ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი - არჩილ გორდულაძე სასამართლო პროცესზერუსთავი 2
  • პროტესტი მე-10 საჯარო სკოლასთან - მშობლები სასწავლო პროცესის დროულად აღდგენას ითხოვენტვ პირველი
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
პროცესი →სასამართლოში →საკონსტიტუციო →

მსგავსი სტატიები

ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული დახმარებისა და მოსახლეობის ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო

ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული დახმარებისა და მოსახლეობის ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო

ფორმულა

რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ 30-წლიანი მუშაობის შემდეგ არსებობას წყვეტს

რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ 30-წლიანი მუშაობის შემდეგ არსებობას წყვეტს

ფორმულა

ბულგარეთმა რუსეთს მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა ცხაკაია გადასცა

ბულგარეთმა რუსეთს მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა ცხაკაია გადასცა

ფორმულა

სერგეი ლავროვი G20-ის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ში ჩავიდა

სერგეი ლავროვი G20-ის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ში ჩავიდა

ფორმულა