მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ზელენსკი: უკრაინამ აშშ-ს ზამთრისთვის მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფა სთხოვა
ზელენსკი: უკრაინამ აშშ-ს ზამთრისთვის მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფა სთხოვა

ზელენსკი: უკრაინამ აშშ-ს ზამთრისთვის მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფა სთხოვა

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის რაკეტების მიყიდვის დამტკიცებას გამოეხმაურა.

ზელენსკის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა დადგენილია, რომ რაკეტების მიწოდება მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება დაიწყოს.

ზელენსკის ცნობით, უკრაინამ აშშ-ს ზამთრისთვის მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფა სთხოვა, რომელიც Patriot-ის სისტემებისთვის თვეში 100 რაკეტის გადაცემას ითვალისწინებს.

"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა - უკრაინისთვის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ გამოსაყენებელი Patriot-ის გადამჭერი რაკეტების შესყიდვის ნებართვის გაცემა. 500 ერთეული PAC-3 ტიპის გადამჭერი რაკეტა საკმაოდ დიდი რაოდენობაა და მათი დროულად მიღების შემთხვევაში - უკვე ამ ზამთარს - უკრაინის საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვნად გაძლიერება იქნებოდა შესაძლებელი.

თუმცა, დადგენილია, რომ მათი მიწოდება მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება დაიწყოს. ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ვთხოვთ, იპოვონ გამოსავალი იმ პერიოდისთვის, როდესაც PAC-3 ტიპის რაკეტების გამოყენების რეალური საფრთხე და საჭიროება არსებობს.

ამჟამად რუსები ყოველდღიურად უტევენ ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. მხოლოდ ოქტომბრის ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ ჩვენი ელექტროქსელის კრიტიკულ ობიექტებზე 30-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა.

სწორედ ახლა, ზამთრის დადგომამდეც კი, პუტინმა დაიწყო ოპერაცია, რომლის მიზანია იმ სისტემების განადგურება, რომლებიც ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებში სიცოცხლის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. სამიზნეებია ელექტროენერგიის, გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები, ხიდები და, ზოგადად, ჩვენს ქალაქებში ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა.

ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს ვთხოვეთ, უკრაინას ზამთრისთვის მხარდაჭერის პაკეტი გამოუყონ - ყოველთვიურად 100 ერთეული Patriot-ის გადამჭერი რაკეტის ოდენობით.

500 რაკეტა საკმარისი იქნებოდა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ჩვენი ცა დაგვეცვა. სწორედ იმ პერიოდში, როდესაც უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოლაპარაკებებში ძლიერი პოზიციის შენარჩუნება და რუსეთისთვის იმის შესაძლებლობის არმიცემა, რომ უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებში ცხოვრება დაანგრიოს.

შეერთებულ შტატებს, ჩვენს ევროპელ და მსოფლიოს სხვა პარტნიორებს საწყობებში PAC-3 ტიპის გადამჭერი რაკეტების საკმარისი მარაგი აქვთ.

უკრაინისთვის მათი დაუყოვნებლივ გადმოცემა - 2026–2027 წლების ზამთარში - ხოლო პარტნიორების არსენალების შევსება მოგვიანებით, მომდევნო წლებში, იმ რაკეტებით, რომელთა წარმოებაზეც უკრაინამ და მისმა პარტნიორებმა უკვე გააფორმეს და დააფინანსეს კონტრაქტები, სწორი მიდგომა იქნებოდა. ეს სრულიად რეალურია და განხორციელებადია.

მადლობას ვუხდით პრეზიდენტ ტრამპს. მნიშვნელოვანია, რომ ცოტა ხნის წინ PAC-3 ტიპის გადამჭერი რაკეტების საკითხი სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთანაც განვიხილეთ.

უკრაინა მადლიერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და მთლიანად ამერიკული ადმინისტრაციის მიმართ ამ შესყიდვის ნებართვის გაცემისთვის.

თუმცა, ჩვენ ვითხოვთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის დაცვას უზრუნველყოფს არა მომავალში, არამედ სწორედ იმ მომენტში, როდესაც საფრთხე რეალურია - როდესაც რუსეთი კლავს და ანადგურებს.

მადლობა ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას!", - წერს ზელენსკი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ დაამტკიცა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის 500 გადამჭერი რაკეტის, PAC-3-ის, მიყიდვა რომლის სავარაუდო ღირებულება 2.1 მილიარდი დოლარია.

Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა ყველაზე ეფექტიან იარაღად მიიჩნევა მაღალი სიჩქარით მოძრავი ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ. რაკეტები ჯერ წარმოებული არ არის და არსებული გეგმით, მათი ჩასვლა უკრაინაში მხოლოდ 2030-იანი წლების დასაწყისშია მოსალოდნელი.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 210 სტატია.

  • ევროკომისიამ თავდაცვის პროექტებისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის €21.3 მილიარდი გამოყოBM.GE
  • ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 2027 წლის 29 იანვრამდე გაახანგრძლივატვ პირველი
  • არჩილ გორდულაძე: უკრაინაში რუსეთის შეჭრის წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან "დაისაჯოს" საქართველოს სახელმწიფორუსთავი 2
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავეს

საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავეს

ფორმულა

ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა - ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა - ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ფორმულა

მილიბენდი ლავროვს დაუპირისპირდა - გამბედაობა რომ გქონდეთ პუტინს ეტყოდით, რომ ომს ვერ იგებს

მილიბენდი ლავროვს დაუპირისპირდა - გამბედაობა რომ გქონდეთ პუტინს ეტყოდით, რომ ომს ვერ იგებს

ფორმულა

ქობულეთში, მე-6 კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

ქობულეთში, მე-6 კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

ფორმულა