მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. მილიბენდი ლავროვს დაუპირისპირდა - გამბედაობა რომ გქონდეთ პუტინს ეტყოდით, რომ ომს ვერ იგებს
მილიბენდი ლავროვს დაუპირისპირდა - გამბედაობა რომ გქონდეთ პუტინს ეტყოდით, რომ ომს ვერ იგებს

მილიბენდი ლავროვს დაუპირისპირდა - გამბედაობა რომ გქონდეთ პუტინს ეტყოდით, რომ ომს ვერ იგებს

ფორმულა|formulanews.ge

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედ მილიბენდი G20-ის მიმდინარე სამიტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, დაუპირისპირდა.

შეხვედრაზე, მილიბენდმა ლავროვს მიმართა და ისაუბრა მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქეების მკვლელობაზე. მისი განცხადებით, მოსკოვი "ამ ომს ვერ იგებს", რაც უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და მისი მოკავშირეების მხარდაჭერის დამსახურებაა.

"ნება მომეცით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პირდაპირ მივმართო - ჩვენ ყველამ ვიცით, ვინ არის ამ ომში აგრესორი. მოდით, გავიხსენოთ, რა მოხდა გუშინ დნიპროს რკინიგზის სადგურზე. სულ რაღაც გუშინ თქვენმა დრონებმა 15 ადამიანი იმსხვერპლეს.

ამ ომის განმავლობაში არაერთი მსგავსი შემთხვევა ყოფილა, როდესაც თქვენ უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდით. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ აგრესორი თქვენ ხართ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს ომი თქვენ დაიწყეთ ოთხი-ნახევარი წლის წინ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით.

მაშინ პუტინს ეგონა, რომ ამ ომს მარტივად მოიგებდა. მაგრამ თქვენ ამ ომს ვერ იგებთ. უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და ამ შეხვედრის მონაწილე ქვეყნების სოლიდარობის წყალობით, თქვენ ამ ომს ვერ იგებთ.

სიმართლის თქმისა და სწორი ნაბიჯის გადადგმის გამბედაობა რომ გქონდეთ, პუტინს ეტყოდით, რომ ის ამ ომს ვერ იგებს და ვერც მოიგებს", - თქვა მილიბენდმა.

მილიბენდმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაგრძელებისა და ვლადიმერ პუტინისთვის იმ შემოსავლების შეზღუდვის აუცილებლობას, რომლებიც მისი თქმით, "ამ ბარბაროსულ ომს აფინანსებს".

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ცოტა ხნის წინ კრემლის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ხელი შეუშალა.

მანამდე სამიტის დაწყებისას დაგეგმილი ერთობლივი ფოტოსესია გაუქმდა, რადგან მილიბენდმა და ევროპის სხვა ლიდერებმა უარი განაცხადეს სერგეი ლავროვთან ერთად ფოტოს გადაღებაზე.

ატლანტაში გამართული შეხვედრა მიზნად ისახავს საფუძვლის მომზადებას G20-ის ლიდერთა სამიტისთვის, რომელსაც დონალდ ტრამპი დეკემბერში, მაიამიში მდებარე საკუთარ გოლფ-კლუბში უმასპინძლებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პუტინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს დაურეკეს და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდესBM.GE
  • პუტინს უკრაინის საკითხის განსახილველად, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინთან შეხვედრა სურს - Wall Street Journalტვ პირველი
  • აშშ თუ პუტინის მხარეს დაიკავეს, ეს ისტორიული შეცდომა იქნება - ვოლოდიმირ ზელენსკირუსთავი 2
  • პუტინმა სომხეთსა და აზერბაიჯანში 1 მლნ რუბლზე მეტი ნაღდი ფულის გატანა აკრძალანეტგაზეთი
პუტინის →

მსგავსი სტატიები

ზელენსკი: უკრაინამ აშშ-ს ზამთრისთვის მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფა სთხოვა

ზელენსკი: უკრაინამ აშშ-ს ზამთრისთვის მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფა სთხოვა

ფორმულა

საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავეს

საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავეს

ფორმულა

ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა - ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა - ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ფორმულა

ქობულეთში, მე-6 კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

ქობულეთში, მე-6 კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

ფორმულა