მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. გერმანიაში ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები ძალადობაში გადაიზარდა
გერმანიაში ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები ძალადობაში გადაიზარდა

გერმანიაში ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები ძალადობაში გადაიზარდა

ფორმულა|formulanews.ge

გერმანიის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ფრანკფურტში, ბერლინში, კიოლნსა და ჰამბურგში, შაბათს გამართული საპროტესტო აქციები შეტაკებებით დასრულდა. დემონსტრაციებში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც აპროტესტებდნენ ცხოვრების გაძვირებას, განათლებისა და ჯანდაცვის დაფინანსების შემცირებას, საჯარო სერვისების გაუარესებასა და სავალდებულო სამხედრო სამსახურს.

ფრანკფურტის ცენტრში დემონსტრანტებმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს და სავაჭრო ობიექტები გაძარცვეს. პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებს პიროტექნიკას, ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ, რის გამოც რამდენიმე ქალაქში წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაფიქსირდა დაკავებებისა და პოლიციელების დაშავების შემთხვევებიც.

აქციები ახალგაზრდულმა მოძრაობამ Gen Z regelt („Gen Z იღებს პასუხისმგებლობას“) გაუწია ორგანიზება. მსგავსი გამოსვლები იმავე დღეს საფრანგეთშიც გაიმართა, სადაც საპროტესტო აქციებში 320 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

ევროპის არაერთ ქვეყანაში ახალგაზრდების პროტესტის მთავარი მიზეზები ცხოვრების მაღალი ღირებულება, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა და საჯარო მომსახურების ხარისხია.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ

პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ

ფორმულა

ზელენსკი თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

ზელენსკი თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

ფორმულა

ნიდერლანდები უკრაინას არასამხედრო დახმარების სახით 1.2 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ნიდერლანდები უკრაინას არასამხედრო დახმარების სახით 1.2 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ფორმულა

რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო

რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო

ფორმულა