
ყაჩაღობის ბრალდებით იძებნებოდა - ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავეს
ფორმულა|formulanews.ge
ბათუმში, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი მუქარის ბრალდებით იძებნებოდა.
"სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge