მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ფლორიდაში, საცხოვრებელ ქუჩაზე კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა
ფლორიდაში, საცხოვრებელ ქუჩაზე კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

ფლორიდაში, საცხოვრებელ ქუჩაზე კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

ფორმულა|formulanews.ge

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, პალმ-ბიჩის ოლქში კერძო ბიზნეს-ჯეტი მრავალზოლიან საავტომობილო გზაზე ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი ყველა, 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავიაკატასტროფა ტრამპის რეზიდენციიდან დაახლოებით 9 მილის მოშორებით, Cresthaven-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, Learjet 60-ის ტიპის თვითმფრინავი ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინიდან ბაჰამის კუნძულების მიმართულებით ასრულებდა ფრენას. გავრცელებული აუდიოჩანაწერების მიხედვით, კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე ეკիპაჟმა ზომიერ ტურბულენტობაზე, ყინვასა და ნალექზე მიუთითა, რის შემდეგაც ეკიპაჟის წევრმა საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და განაცხადა, რომ თვითმფრინავი უკონტროლოდ ვარდებოდა და დრო ამოიწურა.

თვითმფრინავი ცენტრალურ გზაზე თითქმის ვერტიკალურად ჩამოვარდა, რამაც უზარმაზარი აფეთქება და კრატერი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ინფრასტრუქტურა, მათ შორის წყალსადენი ხაზები მძიმედ დაზიანდა და 600-მდე ადგილობრივი მცხოვრები ევაკუირებულია, მიწაზე მყოფი მოსახლეობიდან არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობას ავიაციის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს (NTSB) სპეციალური ჯგუფი აგრძელებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა

ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა

ფორმულა

მარნეულში თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულში თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ფორმულა

გახარია: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია

გახარია: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია

ფორმულა

ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, ომის დასასრულებლად ვლადიმირ პუტინს თურქეთში შეხვდეს

ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, ომის დასასრულებლად ვლადიმირ პუტინს თურქეთში შეხვდეს

ფორმულა