მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. საია: ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები
საია: ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები

საია: ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები

ფორმულა|formulanews.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს მიმოხილვას - "აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებების შეზღუდვა საქართველოში: საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებიდან დღემდე".

საიას ცნობით, მიმოხილვა ეხება იმ საკანონმდებლო და პოლიტიკურ პროცესებს, რომლებმაც ქვეყანაში არსებითად გააუარესა აქტიური (ხმის მიცემის) და პასიური (არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის) საარჩევნო უფლებების რეალიზების შესაძლებლობა.

საიას განცხადებით, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მიუთითებს, რომ აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებების შეზღუდვა ურთიერთდაკავშირებული მიმართულებებით მიმდინარეობს. კერძოდ, ერთი მხრივ, საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს ექმნებათ ხმის მიცემის მნიშვნელოვანი პრაქტიკული დაბრკოლებები, ხოლო, მეორე მხრივ, ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები.

აღნიშნულია, რომ ამ ცვლილებების ერთობლივი ეფექტი სცდება ცალკეული მოქალაქეებისა თუ პოლიტიკური პარტიების უფლებრივ მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის პოლიტიკური კონკურენციის, პლურალიზმისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის საფუძვლებს.

"2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებდა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამ განცხადების შემდეგ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა. მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციისა და პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვის ტენდენცია მანამდეც შეინიშნებოდა, თუმცა საანგარიშო პერიოდში უფრო თვალსაჩინო გახდა საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების შედარებით შეფარული მეთოდებიდან უფრო პირდაპირ და მკაცრ ფორმებზე გადასვლა. ეს, მათ შორის, გამოიხატა პოლიტიკური პარტიების საქმიანობისა და პოლიტიკური მონაწილეობის შემზღუდავი სამართლებრივი მექანიზმების გაფართოებასა და პრაქტიკულ გამოყენებაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ამოღებულია უაქციზო სიგარეტის რეალიზაციით მიღებული 100000 ლარზე მეტი თანხა, დაკავებულია 1 პირი

ამოღებულია უაქციზო სიგარეტის რეალიზაციით მიღებული 100000 ლარზე მეტი თანხა, დაკავებულია 1 პირი

ფორმულა

ბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ფორმულა

გამჭვირვალობა: ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო

გამჭვირვალობა: ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო

ფორმულა

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავის ნავთობქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავის ნავთობქარხანას დაარტყეს

ფორმულა