მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ფორმულა|formulanews.ge

ბერა ივანიშვილის ადვოკატმა, დავით ასათიანმა ტელეკომპანია "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ადვოკატის ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი აღნიშნული ტელეკომპანიებისგან მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს.

"ბერა ივანიშვილის სარჩელი შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცილისმწამებლური ფაქტების წინააღმდეგ. სარჩელის მოპასუხე არიან შპს ტელეკომპანია „ტვ პირველი“ და შპს ტელეკომპანია „ფორმულა“.

სარჩელი ეხება იმ ფაქტების გავრცელებას, რომლებიც არის სიცრუეზე დაფუძნებული და არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს. მოსარჩელე ითხოვს ამ ფაქტების შესაბამისი ფორმით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას. მთლიანად სიუჟეტი არის ვრცელი, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რაც გავრცელებულია ყველანაირი გადამოწმების, ჟურნალისტური გულისხმიერების და მსგავსი საფუძვლების გარეშე, პირდაპირ ეხება დანაშაულის დაბრალებას, მის კრიმინალურ გარჩევებთან რაღაც ჰიპოთეტურ კავშირს. სარჩელის დეტალებს უფრო მოგვიანებით გავაცნობთ საზოგადოებას.

ბოლო პერიოდია, ბერა ივანიშვილის წინააღმდეგ, გარკვეულწილად სინქრონულად და ხმაშეწყობილად, ვრცელდება ციცლისმწაბელური ინფორმაცია სხვადასხვა ტელევიზიის, პოლიტიკოსისა თუ საჯარო ფიგურის მხრიდან. ამას არანაირად არ აქვს გამართლება, რადგან ყველა ადამიანს აქვს პატივი, ღირსება და რეპუტაცია. მოგეხსენებათ, რომ მოსარჩელე არის მუსიკოსი, პროდიუსიერი, კომპოზიტორი და მას არანაირი შეხება პოლიტიკასთან არ აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, მის წინააღმდეგ მაინც ვრცელდება დეფამაციური განცხადებები. მოსარჩელის უფლებაა, ამას დაუპირისპირდეს სამართლებრივად. იმ ადამიანებმა, ვინც ცილისმწამებლური განცხადებები შეგნებულად თუ შეუგნებლად გაავრცელეს, სამოქალაქო სამართლებრივი წესით პასუხი უნდა აგონ", - თქა ადვოკატმა.

ბერა ივანიშვილმა სასამართლოსთვის მიმართვის გადაწყვეტილების შესახებ 30 სექტემბერს თქვა.

ივანიშვლმა დაწერა, რომ სიცრუეა, "თითქოს ის "ქოლცენტრებს" მფარველობს" და ცილისწამებაა, რომ "ადამიანებს მისი მითითებით აპატიმრებენ ან უკანონო გარიგებებში მონაწილეობს".

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლოში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 96 სტატია.

  • „ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარესტვ პირველი
  • გიორგი ზერეკიძე: სააკაშვილმა 14 წლის ბავშვი განტევების ვაცად მაქცია - ქვეყნის პირველი პირი გამოდიოდა და კრიმინალს მეძახდა, პირდაპირ ერეოდა სასამართლო სისტემაშირუსთავი 2
  • პარტიების აკრძალვა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში – საიას მიმოხილვანეტგაზეთი
  • რატომ უჩივლეს ტრამპის კრიპტოკომპანიას სასამართლოში?BM.GE
სასამართლოში →ივანიშვილის →სარჩელი →

მსგავსი სტატიები

ლატვია უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას ითხოვს

ლატვია უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას ითხოვს

ფორმულა

ამოღებულია უაქციზო სიგარეტის რეალიზაციით მიღებული 100000 ლარზე მეტი თანხა, დაკავებულია 1 პირი

ამოღებულია უაქციზო სიგარეტის რეალიზაციით მიღებული 100000 ლარზე მეტი თანხა, დაკავებულია 1 პირი

ფორმულა

გამჭვირვალობა: ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო

გამჭვირვალობა: ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო

ფორმულა

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავის ნავთობქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავის ნავთობქარხანას დაარტყეს

ფორმულა