მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. „ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია“ – პაველ ჰერჩინსკი
„ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია“ – პაველ ჰერჩინსკი

„ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია“ – პაველ ჰერჩინსკი

ფორმულა|formulanews.ge

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 2026 წლის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ქართველ ხალხს მიმართა და მოუწოდა, არ დაკარგონ იმედი, რადგან ქვეყნის მომავალი მხოლოდ მათ ხელშია.

ელჩის თქმით, ეს არის ყველაზე აშკარა განსხვავება ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის — ევროკავშირი სრულ პატივს სცემს ხალხის თავისუფალ არჩევანს.

ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში ორი გზავნილი არსებობს: ცუდი ის არის, რომ „ოცნების“ ხელისუფლების არადემოკრატიული ნაბიჯებისა და ანტიევროპული რიტორიკის გამო ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია;

ხოლო კარგი გზავნილი ის არის, რომ საქართველო რჩება კანდიდატ ქვეყნად, ევროკავშირის კარი ღიაა და კურსის ცვლილებისთანავე ბრიუსელი მზადაა თანამშრომლობისთვის. დიპლომატმა ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის თავისუფლებისმოყვარეობას და დასძინა, რომ საქართველოს მომავალს თავად ქართველები წყვეტენ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხალხის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • ნავთობის ფასები მკვეთრად ეცემა - ბარელის ფასის თითქმის 10 დოლარით შემცირება რეკორდული ვარდნაა, ხალხი მიიჩნევს, რომ ირანთან ომი არ იქნება - დონალდ ტრამპირუსთავი 2
  • ხალხის ნებას ვერანაირი რეპრესია, ჩაგვრა თუ პარტიების აკრძალვა წინ ვერ აღუდგება - გეგელიატვ პირველი
  • ევროპარლამენტში არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ზიზღი ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილიBM.GE
  • „არ დანებდეთ“ – რობერტა მეცოლას გზავნილი ქართველ ხალხს და პასუხი “იმედს”ნეტგაზეთი
ხალხის →

მსგავსი სტატიები

„ანგარიში ტენდენციურია, თუმცა დიალოგისთვის მზად ვართ“ – „ოცნების“ საგარეო უწყება

„ანგარიში ტენდენციურია, თუმცა დიალოგისთვის მზად ვართ“ – „ოცნების“ საგარეო უწყება

ფორმულა

„დიალოგს შინაარსი გამოაცალეთ“ – ელჩი ჰერჩინსკი „ოცნების“ პრემიერ ირაკლი კობახიძეს პასუხობს

„დიალოგს შინაარსი გამოაცალეთ“ – ელჩი ჰერჩინსკი „ოცნების“ პრემიერ ირაკლი კობახიძეს პასუხობს

ფორმულა

„კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს“ – ევროპარლამენტარი სანქციებს ითხოვს

„კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს“ – ევროპარლამენტარი სანქციებს ითხოვს

ფორმულა

„მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოგვიცხადა“ – „ფორმულა“

„მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოგვიცხადა“ – „ფორმულა“

ფორმულა