
ორთვიანი გაუჩინარების შემდეგ 86 წლის კაცი და მისი ძაღლი იახტიდან გადაარჩინეს
ფორმულა|formulanews.ge
აშშ-ის სანაპირო დაცვამ კალიფორნიის სანაპიროსთან, წყნარ ოკეანეში, 86 წლის მამაკაცი და მისი ძაღლი გადაარჩინა, რომლებიც ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდნენ. მეზღვაური იახტით Willow Wind ურეგონიდიდან ამერიკის სამაოს მიმართულებით მიცურავდა, როდესაც მასთან კავშირი 20 აგვისტოს გაწყდა.
სანაპირო დაცვამ 24 ოქტომბერს მიღებული შეტყობინებისა და მოგვიანებით ამოქმედებული ავარიული სიგნალის შედეგად, იახტას სან-დიეგოდან 460 მილის დაშორებით მიაგნო.
რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაციაში ჩართულმა სავაჭრო გემმა Grand Orion-მა და სანაპირო დაცვის ვერტმფრენმა დაკარგულების უსაფრთხოდ ევაკუაცია შეძლეს, რის შემდეგაც 86 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge