
კრაკოვის მოედანზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი საავადმყოფოში გარდაიცვალა
პოლონეთის ქალაქ კრაკოვის მთავარ მოედანზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. თავდამსხმელი — პოლონეთის 25 წლის მოქალაქე, რომელსაც პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ესროლა, საავადმყოფოში რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად გარდაიცვალა. დაშავებულთა შორის ორი პოლიციელი და ხუთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სამართალდამცავთა ცნობით, თავდამსხმელმა ავტომობილით მოედანზე შეჭრის შემდეგ უმისამართო სროლა დაიწყო. პარალელურად, ქალაქ ოსტროვეც-სვენტოკშისკიში, თავდამსხმელის საცხოვრებელ სახლში, პოლიციამ მისი ოჯახის სამი წევრის — დედის, მამის და დის ცხედრები აღმოაჩინა.
ორივე ლოკაციიდან ჯამში 11 ცეცხლსასროლი იარაღია ამოღებული. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა უარყო გავრცელებული ცნობები თავდამსხმელის არმიასთან შესაძლო კავშირის შესახებ. მომხდარის გამო ქვეყანაში 11 ნოემბრამდე გლოვა გამოცხადდა და უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა
ფორმულა
წყარო: formulanews.ge