მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სახალხო დამცველმა პენიტენციურში ადვოკატების ჩანაწერების დაცვაზე იუსტიციის მინისტრს მიმართა
სახალხო დამცველმა პენიტენციურში ადვოკატების ჩანაწერების დაცვაზე იუსტიციის მინისტრს მიმართა

სახალხო დამცველმა პენიტენციურში ადვოკატების ჩანაწერების დაცვაზე იუსტიციის მინისტრს მიმართა

ფორმულა|formulanews.ge

სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატების პროფესიული სამუშაო ჩანაწერების კონფიდენციალურობის დაცვისა და მათი შეუფერხებლად გატანის უზრუნველყოფის მიზნით, რეკომენდაციით ოცნების იუსტიციის მინისტრს მიმართა.

"სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ადვოკატების განცხადებები, რომლებიც სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან შეხვედრისას გაკეთებული სამუშაო ჩანაწერების გატანის შეზღუდვას შეეხებოდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სახალხო დამცველის შეფასებით, ადვოკატის სამუშაო ჩანაწერები შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას, მათ შორის, დაცვის მხარის მიერ შემუშავებულ ვერსიებს, მტკიცებულებათა შეფასებას, მოწმეების დაკითხვის დეტალებს და სასამართლო პროცესისთვის მომზადებასთან დაკავშირებულ სხვა მონაცემებს. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა აუცილებელია ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობისა და დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელებისთვის.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადვოკატის პროფესიული ჩანაწერები უნდა გაიმიჯნოს პატიმრის კორესპონდენციისგან და მათზე კორესპონდენციისთვის დადგენილი წესები ავტომატურად არ უნდა გავრცელდეს. მხოლოდ ის გარემოება, რომ ჩანაწერი პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმართან შეხვედრისას შეიქმნა, თავისთავად არ არის საკმარისი მისი პატიმრის კორესპონდენციად მისაჩნევად.

"სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს მიმართავს რეკომენდაციით - შეიმუშაოს/დააზუსტოს ადვოკატების პროფესიული სამუშაო ჩანაწერების შეტანისა და გატანის მკაფიო პროცედურა. ამასთან, ჩანაწერების უსაფრთხოების მიზნით, შემოწმება უნდა განხორციელდეს მხოლოდ აუცილებელი და კანონით დასაშვები ღონისძიებების ფარგლებში. პროცედურებმა უნდა გამორიცხოს ჩანაწერების შინაარსის არასათანადო გაცნობის, მათი ასლების გადაღების, შენახვისა და გამჟღავნების რისკები.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანია, თუმცა შესაბამისი პროცედურები უნდა ეფუძნებოდეს კანონიერ საფუძველს და იყოს აუცილებელი და პროპორციული. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულმა ღონისძიებებმა არ უნდა შეზღუდოს ადვოკატის პროფესიული საიდუმლოების დაცვა და დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელება", - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 148 სტატია.

  • უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის უმცროსი ძმა დააკავესრუსთავი 2
  • სტამბოლის სასამართლომ თურქეთის ყოფილი მინისტრი საინვესტიციო ფონდების საქმეზე დააპატიმრაBM.GE
  • გელა გელაძე შს მინისტრის მოადგილე აღარაანეტგაზეთი
  • ილიაუნის სტუდენტები მინისტრს უნივერსიტეტში იბარებენტვ პირველი
მინისტრი →პენიტენციური →დაცვის →

მსგავსი სტატიები

უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა

უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა

ფორმულა

ვიქტორ ორბანის ძმა საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანისთვის დააკავეს

ვიქტორ ორბანის ძმა საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანისთვის დააკავეს

ფორმულა

სენაკის მუნიციპალიტეტში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა

სენაკის მუნიციპალიტეტში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა

ფორმულა

ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად სპეციალურ საგანგებო მექანიზმს აამოქმედებს

ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად სპეციალურ საგანგებო მექანიზმს აამოქმედებს

ფორმულა