მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. წიწამურში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის 1 პირი დააკავეს
წიწამურში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის 1 პირი დააკავეს

წიწამურში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის 1 პირი დააკავეს

ფორმულა|formulanews.ge

წიწამურში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა 2024 წლის 5 ნოემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ შეძენილი ხელყუმბარა წინასწარ დაამონტაჟა და აღნიშნულ ადგილზე ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა. მათი მისვლის შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქების შედეგად, ერთ-ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე სხეულის მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"სამართალდამცველებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული 9 ნოემბერს, თბილისში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საფრანგეთი ირანს ადანაშაულებს სუპერმარკეტებზე კიბერშეტევაში

საფრანგეთი ირანს ადანაშაულებს სუპერმარკეტებზე კიბერშეტევაში

ფორმულა

პატიმრებისთვის ობიანი საკვების მიმწოდებელმა სოციალური სასადილოების მომარაგების ტენდერი მოიგო

პატიმრებისთვის ობიანი საკვების მიმწოდებელმა სოციალური სასადილოების მომარაგების ტენდერი მოიგო

ფორმულა

ყაჩაღობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

ყაჩაღობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

ფორმულა

მეტროსადგური "თავისუფლების მოედანი" დროებით მგზავრებს ვერ იღებს

მეტროსადგური "თავისუფლების მოედანი" დროებით მგზავრებს ვერ იღებს

ფორმულა