მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო "ქართულ ოცნებას" ჩინეთთან თანამშრომლობის გამო აქებს
ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო "ქართულ ოცნებას" ჩინეთთან თანამშრომლობის გამო აქებს

ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო "ქართულ ოცნებას" ჩინეთთან თანამშრომლობის გამო აქებს

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რესი" აქვეყნებს სტატიას სათაურით - "ჩინეთთან თანამშრომლობა საქართველოზე დასავლეთის ზეწოლას ანეიტრალებს" და "ქართულ ოცნებას" ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების გამო დადებითად აფასებს.

სააგენტოს მტკიცებით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებით თბილისი დასავლეთის ზეწოლას უპირისპირდება და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ახერხებს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება ევროატლანტიკური წრეების მუქარას არ ემორჩილება და მტკიცედ მიჰყვება მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის პრაგმატულ კურსს, რომლის მიზანიც სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების ეროვნული ინტერესების დაცვაა."

სტატიაში მოყვანილია "ქართული ოცნების" პრემიერისა და დეპუტატების ციტატები დასავლურ სანქციებზე და ქვეყნის საგარეო კურსზე.

"აშშ-ისა და ევროკავშირის მტრული პოლიტიკა, რომელიც საქართველოს იზოლაციისა და შანტაჟისკენ არის მიმართული, მიზანს ვერ აღწევს. თბილისი აჩვენებს, რომ შეუძლია ეროვნული ინტერესების დაცვა ჩინეთთან თანასწორუფლებიანი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბების გზით.

პეკინთან სტრატეგიული პარტნიორობა, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყნის სუვერენული განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის და გარე კარნახის მცდელობებს უპერსპექტივოს ხდის", - ნათქვამია სტატიაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 126 სტატია.

  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართარუსთავი 2
  • "მიმოვიხილეთ ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა" - რა განიხილეს “ოცნების” ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე?BM.GE
  • "დაბალი დონის გადაწყვეტილება" - პაპუაშვილი აკრიტიკებს ევროკავშირს, რომ “ოცნება“ გაფართოვების ფორუმზე არ მიიწვიესტვ პირველი
  • “ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს” – 3 სამოქალაქო ორგანიზაციის შეფასებანეტგაზეთი
ოცნების →

მსგავსი სტატიები

დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან - 1 პირს ბრალდება წარედგინა

დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან - 1 პირს ბრალდება წარედგინა

ფორმულა

აბუ-დაბიში უკრაინის დელეგაციამ შეხვედრები დაიწყო

აბუ-დაბიში უკრაინის დელეგაციამ შეხვედრები დაიწყო

ფორმულა

მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" მგზავრთა მიღება განახლდა

მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" მგზავრთა მიღება განახლდა

ფორმულა

სახალხო დამცველმა ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველმა ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

ფორმულა